ეკონომიკა

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში საქართველოს დამატებითი ღვინის მარაგები დაჭირდება

„თუ კი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული ხელშეკრულება ძალაში შევა, ჩინეთში ქართული ღვინის მოთხოვნაზე ყოველდღიური ზრდის გათვალისწინებით, ჩვენი ღვინის მარაგი საკმარისი არ იქნება“ – განაცხადა საქართველოს ელჩმა დავით აფციაურმა.

„დღესდღეობით მთავარი პრობლემა ჩვენ პროდუქციაზე არსებული მაღალი ტარიფია. ეს რათქმა უნდა ხელს გვიშლის ჩინურ ბაზარზე ეფექტურად მუშაობაში. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება საშუალებას მოგვცემს ფასი ჩვენთვის მისაღებ დონემდე დავწიოთ“ – აღნიშნა აფციაურმა. მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ ჩინეთში ღვინის მარაგის ექსპორტის დიდი პერსეპექტივა არსებობს.

„ საუბარი მიმდინარეობს არა ყველა სახის ღვინოზე, არამედ მხოლოდ წითელზე. დიდი შანსია რომ ახალი რეზერვის გამოყენებაც დაგვჭირდეს. თუ გავითვალისწინებთ ჩინელი მომხმარებლების ჩვენ პროდუქტზე მოთხოვნის ზრდას ქვეყნის სრული მარაგიც კი შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს.“ განაცხადა საქართველოს ელჩმა.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]