03/05/2024
Latest:
მსოფლიო

როგორ არიდებენ თავს რუსები სესხის გადახდას

რუსეთის მაცხოვრებლებმა მიაგნეს საშუალებას, თუ როგორ აარიდონ თავი საბანკო კრედიტების გადახდას. პირველად მსგავსი ინიციატივით სიუბრისკის რაიონის, იაკუტიის მცხოვრებლები გამოვიდნენ. რამდენიმე ადამიანმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ფედერალური უსაფრთხოების ადგილობრივი სამსახურის თანამშრომლები. გაუგზავნეს რა წერილი იმის შესახებ, თუ რატომ არ იხდიან კრედიტებს.

ინფორმაციას ბლოგერები აქტიურად ავრცელებენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით. განცხადების შინაარსი დაახლოებით ასეთია:

„მე, მავანმა და მავანმა, ბანკისგან ავიღე კრედიტი, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, რომ ბანკის დამფუძნებლები არიან უცხოური კომპანიები, რომელთა სათაო ოფისებიც მდებარეობს ნატოს წევრ ქვეყნებში. მე წინააღმდეგი არ ვარ, რომ დავფარო კრედიტი, მაგრამ არ შემიძლია, რამდენადაც ეს ქმედება ექცევა რუსეთის სისხლის სამართლის 275-ე მუხლის ქვეშ. კერძოდ, ეს გულისხმობს უცხო ქვეყნის ფინანსურ დახმარებას, საერთაშორისო ან უცხოური ორგანიზაციების ქმედებების წახალისებას, რომელიც მიმართულია რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ“.

განცხადების შემდეგ, მოდის შენიშვნა, რომ პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული კანონის მოცემული მუხლით, თავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისგებისგან, თუ მათ ამის შესახებ აცნობეს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს. ეს ყველაფერი საფუძვლიანადაა ჩამოწერილი ოთხ გვერდზე. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში ფიქრობენ რა მოიმოქმედონ ამ განცხადებების საპასუხოდ.

მეორეს მხრივ, პრეცედენტის შექმნის შემთხვევაში, შესაძლოა აგორდეს დიდი სკანდალი. გადაწყვეტილების მისაღებად სამართალდამცავებს 10 დღე აქვთ.

„ თუ გავითვალისწინებთ, რომ ქსელური კომპანიების დამფუძნებლები, ასევე დარეგისტრირებულნი არიან კვიპროსზე, კაიმანის კუნძულებზე და ა.შ.(და არა რუსეთში) მალე შესაძლოა აღარც კომუნალური გადასახადები არ გადავიხადოთ. მტერს არ უნდა დავეხმაროთ!“-ასეთ კომენტარებს უკეთებენ მოცემულ ახალ ამბავს რუსეთის სოციალურ ქსელებში, რამაც ქვეყნის მოსახლეობაში ფართო კმაყოფილება გამოიწვია.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]