მსოფლიო

ევროპული ეკონომიკა მეტისმეტადაა დამოკიდებული საბანკო სისტემაზე

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ფინტექი („საფინანსო-ტექნოლოგიური“) იყო ის სიტყვა, რომელსაც ბანკირები ყველაზე ხშირად იყენებდნენ. მსოფლიოს უდიდესი ფინანსური კომპანიების ლიდერებმა ინოვაციების პოტენციალს დიდი რეკლამა გაუკეთეს და სტარტაპების კონტროლი, რაც მათ საქმიანობას გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის, მარეგულირებელ ორგანოებს მიანდეს.

Deutsche Bank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ქრაიანმა, მომავალი 10 წლის განმავლობაში ნაღდი ფულის გაქრობა ივარაუდა. Bank of America Corp.-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან მოინიანმა განაცხადა, რომ მისი ფირმა წელიწადში 3 მილიარდს, რაც საერთო ხარჯების 5%-ზე მეტს შეადგენს, კოდირებაზე ხარჯავს. JPMorgan Chase & Co.-მ და Banco Santander SA-მ ყოფილი ბანკირის, ბლაიტ მასტერსის ბლოკჩეინის სტარტაპის დაფინანსების შესახებ განაცხადეს.

„როგორც ჩანს, ყველა ბანკი თავის თავს ფინტექ კომპანიას უწოდებს,“ – გაკვირვება გამოხატა ტაავეტ ჰინრიკუსმა, TransferWise Ltd.-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. TransferWise Ltd. ლონდონში განთავსებული ფულის გადაგზავნის სერვისია, რომელიც ფულს  ბანკებთან შედარებით საზღვარგარეთ უფრო ხელმისაწვდომ ფასად აგზავნის.

სტარტაპების სამყაროში არაერთი აღმასრულებელი დირექტორი, მათ შორის ტაავეტ ჰინრიკუსი, დავოსის ეკონომიკურ ფორუმს პირველად ესწრებოდა. ოფიციალური განხილვებზე ნაცნობი სახეები დომინირებდნენ.

ბანკების განადგურება

ოლივერ ვაიმანის მოხსენების მიხედვით, მსოფლიოს უდიდეს ფინანსური სერვისების მიმწოდებელ ფირმებს შეეძლოთ ფინანსურ-ტექნოლოგიური სტარტაპების გამო $150 მილიარდი დაეკარგათ. თითოეულ ბანკს მზარდ კონკურენციასთან ადაპტირებისათვის IT სისტემების განვითარება 4 მილიარდი დოლარი დაუჯდება. შედარებისთვის: 100 უდიდესი ბანკის საშუალო დივიდენდის გადასახადი საშუალოდ $1.7 მილიარდია. პოტენციური დანაზოგი ამდაგვარი ინვესტიციის შედეგად $340 მილიარდი იქნება.

Group AG-ის თავმჯდომარის, აქსელ ვებერის განცხადებით, მსგავსი შესაძლებლობები საფრთხეებს გადაწონის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქტივების ფასების კლებამ და დამფრთხალმა ინვესტორებმა განსაზღვრონ მოკლევადიანი ფასების ზრდა სავაჭრო ბიზნესში, რამაც ბოლო წლების განმავლობაში სახე იცვალა.

დიდმა ბანკებმა სცენაზე ახალი მოთამაშეები გამოიყვანეს, რომლებიც მომხმარებლებს საბანკო სერვისებს სთავაზობენ. Moynihan and Standard Chartered Plc-ს აღმასრულებელი დირექტორის, ბილ ვინტერსის განცხადებით, ახალი წესები ინდუსტრიაში ცვლილებებს შეაჩერებს.

დამანგრეველი განვითარებაა, რომელიც რეგულირებას საჭიროებს,“ განაცხადა ვინტერმა. „საჭიროა საგადასამხდელო სისტემების დარეგულირება და შესწავლა.“

ალტერნატივების ძიება

ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრის, იერომ დაიზებლუმის თქმით, ევროპული ეკონომიკა მეტისმეტად დამოკიდებულია საბანკო სისტემაზე. მარეგულირებლებმა უნდა წაახალისონ დაფინანსების ალტერნატიული პროვაიდერები, რომლებიც მომხმარებლებსა და მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურებიან.

„ჩვენ გვჭირდება ალტერნატივები და ამაში ტექნოლოგია დაგვეხმარება,“ განაცხადა მან. „მარეგულირებლები ტექნოლოგიური განვითარებიბის წინ არასოდეს არ უნდა იდგნენ. ისინი განვითარებას მაქსიმალურად ახლოს უნდა მისდევდნენ, გაიგონ მისი არსი და ფინანსური სტაბილურობისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხზე იმუშაონ. სანამ არ გავიგებთ არსს, მანამდე რეგულირება საჭირო არ არის,“– განაცხადა მან.

პირებიც კი, რომლებიც პირველად ესწრებოდნენ ფორუმს, გაოცებას ვერ მალავდნენ, თუ როგორ სწრაფად გახდა ტექნოლოგიური ცვლილებების საკითხი საბანკო განხილვების მთავარი თემა.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]