06/05/2024
Latest:
საზოგადოება

„ჩვენი ხალხი ბრძენია, მაგრამ დღემდე ბელადების, მესიების, მამა და მარჩენალის გაუთავებელი ძიებაა“

რატომ კარგავს „ოცნება“ რეიტინგს, რა შეცდომები დაუშვა მმართველმა გუნდმა და რას ურჩევენ „ოცნებას“ პოლიტოლოგები?! ამ საკითხთან დაკავშირებით  ექსპერტი ვაჟა ბერიძე საუბრობს.

ვაჟა ბერიძე: მთავრობის საქმიანობა უფრო დადებითია, ვიდრე ნეგატიური და იმ პრიზმაში უნდა შევხედოთ, რისი გაკეთება შეიძლებოდა. სიტუაცია მძიმე იყო, საგარეო შოკებისგან ჩვენი ეკონომიკის გამოყვანა რთული აღმოჩნდა. ამ მთავრობამ ვერ გადალახა წინააღმდეგობა, რომელიც ახლავს კოაბიტაციას. ეს რეჟიმი არ დამთავრებულა. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ პოზიტივი იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადება, ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციის დაწყება, რაც რთული იქნება და პირველ წლებში ვერ მოგვცემს სასურველ შედეგს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების გაუცხოება ამ პროცესისადმი. აქ მეტი გამჭრიახობა მართებს ხელისუფლებას.

ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირთან წინგადადგმული ნაბიჯია, მიუხედვად იმისა, რომ, ამავე დროს, საფრთხეების შემცველიცაა, რამდენადაც ჩვენს მოქალაქეთა უმეტესი ნაწილი სამოგზაუროდ ევროპაში ვერ წავა მწირი მატერიალური რესურსის გამო, ის სამუშაოდ წავა და 500-მილიონიანი ევროკავშირის ბაზრით ვერ ვისარგებლებთ. საკუთარი წარმოებითა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ამ ბაზარზე შესვლის ნებართვა ერთია და რეალური შესვლა მეორეა. ჩვენ ბევრი არაფერი გვაქვს და უახლოეს წლებში გაგვიჭირდება ამის გაკეთება. მთავრობას ვურჩევდი, კონკრეტული პროგრამის შემუშავებას, რომელიც გაწერილი იქნება თუნდაც ერთ საარჩევნო ციკლზე. გარდა ამისა, მთავრობამ არსებითად უნდა გააუმჯობესოს მოსახლეობასთან ურთიერთობის მანერა. ეფექტური პიარტექნოლოგიების გამოყენების გარეშე დღევანდელი პოლიტიკა არ არსებობს. თავის დროზე ეს ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარი იყო, მერე უკვე ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც უნდა სცოდნოდა პიარის მნიშვნელობა, თავისი ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე, პიარის მხრივ ხელშესახებ შედეგებს ვერ მიაღწია. ამიტომაც ხალხმა არ იცის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სიკეთეებზე, რომ 710 მილიონია დახარჯული ამ წელს ამ პროგრამაზე, ამის გარეშე უამრავი ადამიანი გულის ან სხვა ოპერაციისთვის სახლს გაყიდდა, ბანკიდან სესხს აიღებდა. ამ ხელისუფლებამ ისიც ვერ გააგებინა ხალხს, ეს თანხა რომ გადანაწილებულიყო პენსიონერებზე, 105 ლარით გაიზრდებოდა თითოეული პენსიონერის პენსია.

რაც შეეხება .. არაპოპულარულმარგალიტებს“. მოსახლეობა ფიქრობს, რომ აღნიშვნის ღირსია პაატაზაქარეიშვილის გაუგებარი, ნაჩქარევი განცხადებები, გოგი თოფაძის ნოსტალგია სტალინისადმი, თამაზ მეჭიაურისგამონათქვამები, გუგული მაღრაძის რჩევები, რომ კარგმა დიასახლისმა უნდა იცოდეს, როდის იყიდოს ბაზარშიხორცი. მზარდი პრემიების ფონზე რამდენად დასახვეწია ჩვენს ხელისუფალთა ვერბალური მეტყველება?

– პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებული გადაჭარბებული ალიაქოთი ძალად მოგონილი პრობლემა მგონია. არა მჯერა, პენსიონერმა თქვას, მე ვიღებ 160-ლარიან პენსიას და რომელიმე მინისტრმა ან გუბერნატორმა აიღოს ჩემზე, ჰა-ჰა, 40 ლარით მეტიო, ანუ 200 ლარი. ასეთი მიდგომა გვქონდა შევარდნაძის პერიოდში, როდესაც მინისტრები და მრჩევლები იღებდნენ 160-250-300 ლარს, მილიონობით ქონებას განკარგავდნენ და, საბოლოო ჯამში, ზოგიერთი მათგანი ჩაეფლო კორუფციაში. უნდა იყოს მაღალი პრემიები და დანამატები, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად მაღალი და მოცულობითია, როცა ხალხის უმეტესობა შიმშილობს?! რა თქმა უნდა, ბევრია ეს დანამატები.

რაც შეეხება არაპოპულარულ განცხადებებს, ქალბატონ გუგულის პატივს ვცემ, მაგრამ ასე დაუფიქრებელი განცხადების გაკეთება შეცდომაა, ეს აღიზიანებს აუდიტორიას და ვნებს მათ იმიჯსაც. როგორც ქალბატონი გუგული, ისე სხვები, გარდა პაატა ზაქარეიშვილისა, არაპროფესიონალი პოლიტიკოსები არიან. საქართველოში პოლიტიკოსის ცნება დევალვირებულია და სალანძღავ სიტყვადაა ქცეული, რადგან პოლიტიკოსები ხშირად ვერ ამართლებენ ხალხის ნდობას. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკოსების ნაცვლად უნდა გვყავდეს დილეტანტები. ვუსურვებდი „ქართულ ოცნებას“, პირველ რიგში, გადაახალისოს თავისი რიგები, ის ხალხი მიიზიდოს ხელისუფლებაში და მომავალ პარლამენტში, ვისაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, ვინც აზროვნებს, როგორც პოლიტიკის ექსპერტი, პოლიტიკის შექმნელი და შეუძლია ანალიზის გაკეთება. ძირითადი აქცენტი აიღონ კვალიფიციურ იურისტებზე, ეკონომისტებზე, აქ საკუთარ თავს არ ვგულისხმობ.

რაც მთავარია, მმართველი ძალა სასწრაფოდ უნდა გადავიდეს კოალიციურ რეჟიმზე, რომელიც დღეს არ არსებობს. ფაქტობრივად, ეს ორწევრიანი კოალიციაა-ბიძინა ივანიშვილი, მისი მომხრეები და „რესპუბლიკელები“. სხვებს იქ არავინ არაფერს არ ეკითხება.

ნაციონალებისგან განსხვავებით, მაინცოცნებააჭრილი გუნდია და პოლიტიკურად მმართველ გუნდად ვერჩამოყალიბდა. რატომ კარგავსოცნებარეიტინგს, თითქმის რატომ უახლოვდებაოცნებისადა ნაციონალებისმომხრეთა რაოდენობა ერთმანეთს თუნდაც ყბადაღებული „ენდიაი“ მიხედვით? მართალია, ივანიშვილიმიიჩნევს, რომ მას ჭარბი ნდობა აქვს, მაგრამ იქნებ, მთლად ასეც აღარ არის და ქარიზმა მინელდა?

– ჩვენი ხალხი ბრძენია, მაგრამ დღემდე ბელადების, მესიების, მამა და მარჩენალის გაუთავებელი ძიებაა. მთელი წინა საუკუნე ასეთ ადამიანებს ველოდებოდით, ასეთი იყო ბელადი სტალინი, რომელიც დღემდე პოპულარულია, ასე იყო ჩვენი ერის ლიდერი ზვიად გამსახურდია, ასეთი ტიტანი იყო შევარდნაძე, შემდეგ სააკაშვილიც იყო ავტორიტარიზმის დამამკვიდრებელი ბელადი. არადა, ამ საუკუნეში თვითონ ხალხი და ერი უნდა იყოს საკუთარი თავის გადამრჩენელიც და მესიაც. წავიდა მესიების ისტორიული ეპოქა. „ოცნების“ რეიტინგის ვარდნა გამოწვეულია სწორედ აქედან. ელოდნენ, მოვა მდიდარი ძია ბიძინა, ჩამოარიგებს ფულს და ჯადოსნური ჯოხის აქნევით აყვავდება ქვეყანა. ივანიშვილი ისტორიაში გამორჩეულ ფიგურად დარჩება მილიარდიანი ქველმოქმედებითა და ავტორიტარული რეჟიმის მშვიდობიანი მოცილებით, მაგრამ ის ვერ შეძლებს, ქვეყანა იხსნას, მყისიერად დაალაგოს ეკონომიკა, აწარმოოს კონკურენტუნარიანი საქონელი, გაიტანოს უცხოეთის ბაზრებზე. ამის რესურსი ჩვეულებრივ მოკვდავთაგან არავის აქვს. 18-20%-ია „ოცნების“ რეიტინგი, რაც ნაკლებად სანდო NDI-მ მოგვცა. სამაგიეროდ, ნაციონალების რეიტინგი სტაბილური 10%-ია, ანუ ორჯერ ნაკლები, ვიდრე მმართველი ძალისა. აქ ჩვენი დღევანდელობის მთავარი ურთულესი კითხვაც ისმის, ვისთან შეუძლია ითანამშრომლოს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შემდეგ? ჩვენი დასავლეთელი სტრატეგიული პარტნიორები ვერაფრით შეეგუებიან, რომ ეს ძალა იყოს ბურჯანაძის პარტია, ან „პატრიოტთა ალიანსი“. ალასანია-ივანიშვილის თანამშრომლობა წარმოუდგენელია. ჩერნოვეცკი და ბურჭულაძე, ჩემი აზრით, სადღაც „ნაციონალურ“ ფრონტზე მოიაზრებიან. ნაციონალებთან თანამშრომლობა შეუძლებელია. „ოცნების“ შემდეგ მოდიან ნაციონალები 10%-იანი მყარი რეიტინგით. ნაკლებად მგონია, რაიმე არსებითი გამოუვიდეს „გირჩს“, რომელიც ნაციონალურია თავისი შინარსით. გარკვეული ელექტორატის მხარდაჭერით უდაოდ ისარგებლებს პაატა ბურჭულაძე, ჩვენი სახელოვანი მომღერალი, მაგრამ მისი პლატფორმა – ხაზგასმული პროდასავლურობა ნაკლებად სარწმუნოა საზოგადოებისთვის. 60%-მა მაინც არ იცის, წავა თუ არა არჩევნებზე. რჩება ჩერნოვეცკი, რომელიც, თუ კაფკას გავიხსენებთ, არის შავი ცხენი, აბსოლუტურად უცნობი პერსონა ქართულ სინამდვილეში. თავიდან მივესალმე მის დაფუძნებას საქართველოში, ის მდიდარი ადამიანია, მის მიერ აქ ფულის ხარჯვას, მაგრამ არ მოველოდი, თუ ის პოლიტიკაში ჩაბმას გადაწყვეტდა და, წარსულში იუშჩენკოსა და ტიმოჩენკოს მეგობარი, ამ ტრაექტორიაზე, ანუ ნაციონალურ ფრონტზე აღმოჩნდებოდა. თუმცა ვნახოთ, იქნებ, ამ ქვეყნისთვის საინტერესოც კი იყოს ჩერნოვეცკი, რამდენადაც მისი მესიჯი – „ბედნიერი საქართველო“ რაღაცით პაროდირებასაც ჰგავს. საინტერესო პერიპეტიები გველის.

თქვენი აზრით, წლის პოლიტიკოსად ვინ შეიძლება დასახელდეს?ჰყავს კი ასეთი პოლიტიკოსი საქართველოს?

– წლის პოლიტიკოსის სტატუსს არავის მივანიჭებდი. ერთ გამოკითხვაშიც მივიღე მონაწილეობა, სადაც წლის ადამიანი უნდა დასახელებულიყო. სწორი შედეგი დადგა, რადგან ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზარალებულები გამოაცხადეს წლის ადამიანებად. ვიტყოდი იმასაც, რომ ყველაზე კარგი პოლიტიკოსი გასულ წელს მამუკა გორგოძე, ჩვენი რაგბისტი იყო. ყველა დანარჩენი, ვინც პოლიტიკურ არენაზე იყო, როგორც ყოფილი პრემიერი-ღარიბაშვილი, რომელმაც, როგორც პიროვნებამ და ქართველმა, რაც შეეძლო, გააკეთა და ღირსეულად წავიდა, პატივისცემას იმსახურებს, ისევე, როგორც ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი, პიროვნული და კარიერული წინსვლის თვალსაზრისით-გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის პოზიციას ალბათ, დაიკავებს.

ამ საკონსტიტუციო რეალობაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი სახელმწიფოს მეთაური კი არ არის, ეს არის მთავრობის მეთაური და კვირიკაშვილმა მოახერხა ის, რომ ნაციონალებსაც უჭირთ მის წინააღმდეგ კომპრომატების მოძიება.

მანანა ნოზაძე
For.ge