03/05/2024
Latest:
საზოგადოება

დავით ნარმანია: არის რიგი პროექტებისა, რომელიც უკვე დაანონსებულია და მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერ დავით ნარმანიასთან და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნას დაესწრო. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში 800-ზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტები და ჟურნალისტები, რომლებიც სხვადასხვა თემატურ პანელებს გაუწევენ მოდერატორობას.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი ეკონომიკური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, აღნიშნულ ფორუმს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქვეყნისთვის ასევე დედაქალაქისთვის.

„არის რიგი პროექტებისა, რომელიც უკვე დაანონსებულია და მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, არის პროექტები, რომელიც ამ ფორუმიდან გამომდინარე შეთანხმდება, შეჯერდება პარტნიორებთან, სახელმწიფოსთან, მუნიციპალიტეტებთან და შესაბამისად მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად გაიხსნება გზა. ვფიქრობ, რომ მეორე დღის ბოლოს უფრო მეტი და დეტალური ინფორმაცია გვექნება მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე“,

– განაცხადა დავით ნარმანიამ.

[wpolling id=”7″ width=”” height=””]