საზოგადოება

დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პირველი მიწისძვრა თბილისის დროით, 06:38 საათზე, სოფელ გამარჯვებასთან მოხდა და მისმა სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

09:54 საათზე ბიძგები დაფიქსირდა დმანისში, სოფელ მამიშლართანაც. მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო.

კომენტარის დატოვება