02/05/2024
Latest:
საზოგადოება

” დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება ისევე როგორც არასდროს”

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “ევროკავშირისკენ სწრაფვა და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმის”  კონფერენციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტურად დაცულია და ეს კოალაცია “ქართული ოცნების” ხელისუფლების დამსახურებაა.

“ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით ყველა იმ განცხადებას, რაც იქნა გაჟღერებული სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება ისევე როგორც არასდროს, თითოეული თქვენგანი არის დღეს თავისუფალი ზეწოლისგან.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი აზრი. მათ არავინ არ დასდევს, არავინ არ იჭერს, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, ამიტომ დღეს შეუძლებელია, საქართველოში ვინმემ თქვას, რომ არ არის სიტყვის თავისუფლება, მედია არ არის თავისუფალი, თითოელი თქვენგანი, ჟურანლისტები დამეთანხმებით, ეს შექმნილი გარემო ჩვენი დამსაუხრებაა”

– განაცხადა კალაძემ.