03/05/2024
Latest:
ეკონომიკა

დუშეთი და ჭიათურა – ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პროექტის მონაწილე ქალაქები

ქალაქი დუშეთი და ქალაქი ჭიათურა პროექტ COMUS-ის ფარგლებში შერჩეული საპილოტე ქალაქებია.

COMUS – „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“ ეფუძნება ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის პოლიტიკის პრიორიტეტებს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის (2015-2020) კონტექსტში, რომელიც მოქმედებს სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინასა და ბელარუსში.

პროექტის მთავარი საერთაშორისო პარტნიორია მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების ასოციაცია (OWHC).

საქართველოში COMUS-ის მთავარი ფოკუსი არის ურბანული მართვის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრება, რომელიც იქნება თანამონაწილეობითი, დისციპლინათაშორისი და პროაქტიული და დააბალანსებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საჭიროებას, ეკონომიკურ განვითარებასა და ადგილობრივი თემების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

საქართველოში პროექტის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. 2015 წლის სექტემბერში სააგენტომ აქტიური მონაწილეობა მიიღო პროექტის გახსნის ღონისძიებების ორგანიზებასა და თანადადაფინანსებაში.