საზოგადოება

„ძარცვა“ სწრაფი გადახდის აპარატულად

დღევანდელ ელექტრონულ ეპოქაში სწრაფი გადახდის აპარატებმა დიდი როლი და მნიშვნელობა იტვირთეს. ისინი საუკეთესო საშუალებები არიან აგვცილონ თავიდან ბანკის გრძელ რიგში დგომა. დროის და ენერგიის მინიმალური დანახარჯებით სწრაფი  ჩარიცხვის აპარატით  სარგებლობა საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელია.

ამ პროგრესთან ერთად იჩინა თავი პრობლემამ აპარატების მხრიდან რკინის ფულის ე.წ. „ჩაყლაპვის“ შესახებ. პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებლის მიერ ჩაგდებული რკინის ფული აპარატში არ აისახება. ხშირ შემთხვევაში ის ან იჭედება, ან კიდევ ვარდება, მაგრამ აპარატის ეკრანზე არ აისახება.

პრობლემებია ქაღალდის ფულის გამოყენების დროსაც. როცა ჩარიცხვის რომელიმე ოპერაციას ვანხორციელებთ და თავიდან რკინის ფულს ვრციხავთ აპარატში, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ქაღალდის ფულის მიმღები დაზიანებულია და არ იღებს თანხას. ანდაც, ეს პროცესი შეიძლება პირიქით მოხდეს.

პრობლემას ასევე ამძაფრებს სამგაზვრო აპარატების დატენვის სირთულეც, რადგან  ბარათის წამკითხველი(დამტენი) არე ქალაქში მდგარი აპარატების საკმაოდ სოლიდურ რაოდენობაზე არ მუშაობს.

ცალკე გამოსაყოფი ფაქტია ამინდი, რადგან სიცხეში აპარატის გადახურების შედეგად, ფაქტობრივად ითიშება სწრაფი გადახდის აპარატები, ანუ მათი გამოყენება ორმაგად რთული ხდება უფუნქციობის გამო. სენსორის გამოყენება რთულდება და მათზე თითის დადების შედეგად არ რეაგირებს. მსგავსი სირთულე წვიმიანი ამინდის დროსაც ფიქსირდება.

მართალია, ეს პრობლემა უფრო ტექნიკური ხასიათისაა ვიდრე ფინანსური, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ვერ ვიყენებთ სწრაფი გადახდის აპარატს, თუმცა შემთხვევა, როდესაც ჩვენი ფული აპარატში ხვდება და ანგარიშზე არ გვესახება, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური პრობლემაა.

რა უნდა ქნას მოქალაქემ როცა ის აპარატის მხრიდან „გაძარცვულია“? აქ პრობლემის მოგვარების ერთადერთი ოპტიმალური გზა აპარატზე მოცემულ ცხელ ხაზზე დარეკვაა, არსებული პრობლემის იდენტიფიცირება და ოპერატორის დახმარებით კუთვნილი თანხის უკან დაბრუნება, ანუ იმ ოპერაციის ბალანსზე, რომელსაც მომხმარებელი ახორციელებდა,  კუთვნილი თანხის ასახვა. ეს პროცესი ოპერატორისათვის მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას მოითხოვს ტექნიკური სამსახურის მხრიდან, რაც დროის ფაქტორია და აფერხებს მოქალაქეს მისთვის მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში ვალდებულებებთან ასოცირებული ოპერაციის განხორციელებაში.

ეს პრობლემა მკითხველისთვის, ალბათ, კარგად ნაცნობია და არც დღეს დაწყებულა, თუმცა პრობლემის აღმოფხვრა არ ან ვერ ხერხდება. არადა ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენციაა და პროგრესისკენ წასვლა და უფრო მაღალი კონკურენტუნარიანობის შექმნა არ აწყენდათ კომპანიებს.