28/04/2024
Latest:
საზოგადოება

ხარისხის ნიშნის მქონე რესტორნებისა და სასტუმროების რაოდენობა იზრდება

 

აჭარაში რესტორნებისა და სასტუმროებისთვის ხარისხის ნიშნის “რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტი მიერ“ მინიჭება გრძელდება. 1 ნოემბრიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტის მესამე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც  26 განთავსებისა და კვების ობიექტში სანდასუფთავების, სურსათუვნებლობის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური სტანდარტები შემოწმდება. დეკემბერში კი იმ ობიექტებს, რომლებიც საერთაშორისო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტი მიერ“ გადაეცემა.

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ თავისი შინაარსით წარმოადგენს  შეთავაზებას რეგიონში არსებული კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის, რათა მათ გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი, დაიცვან და შეასრულონ გარკვეული კრიტერიუმები ძირითადი ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად. პროექტში ჩართვა ნებაყოფლობითი და უფასოა.

ამ ეტაპისთვის, პროექტში დარეგისტრირებული 106 ობიექტიდან ხარისხის ნიშანი მხოლოდ 48 რესტორანმა და სასტუმრომ მიიღო. წლის ბოლომდე, კი მათი რიცხვი ისევ გაიზრდება. ხარისხის ნიშნის მქონე განთავსებისა და კვების ობიექტების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია პროექტისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე recommend.ge.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტში რაც შეიძლება ბევრი განთავსებისა და კვების ობიექტში ჩაერთოს. კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ობიექტებს ხარისხის ნიშანი ენიჭება ჩვენი სურვილია აჭარაში არსებულ ყველა რესტორნასა და სასტუმროში იყოს დაცული, რაც საბოლოო ჯამში მომსახურების ხარისხზე აისახება და საერთაშორისო სტანდარტებს მიუხლოვდება. დეპარტამენტი შემდეგი წლისთვისაც გეგმავს პროექტის გაგრძელებას და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პროექტის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება,“ –  განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა.

ხარისხის ნიშნის მქონე რესტორნებისა და სასტუმროების რაოდენობა იზრდება