24/02/2024
Latest:
საზოგადოება

„სოფელ ცდოში ახალი პროექტით ის პრობლემა იხსნება, რაც მოსახლეობას აწუხებს“

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოში ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის და ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ადგიობრივი მოსახლეობის პროტესტის მიზეზი, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ამ სოფელზე გადიოდა მაღალი ძაბვის ელქტროგადამცემი ხაზები. ახალი პროექტით კი ეს ელექტროგადამცემი ხაზები სფლისგან მოშორებით გადადის.

“ცდოში ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორცილება. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენდა სამწუხაროდ, ეწინააღმდეგებიან ყოველგვარი არგუენტაციის გარეშე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელბას, არის ძალიან ცუდი, რადგან იმით, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში ენერგეტიკის მიმართულებით, ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა ამაყობდეს. ის, რაც ამ სოფელში ხდება, არის გაუგებარი, რადგან სოფელ ცდოში გადიოდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, ოთხი საყრდენი იყო პირდაპირ სოფელში. ახალი პროექტით ჩვენ ვეუბნებით მოსახლეობას, რომ ეს ოთხი საყრდენი გადადის სოფლისგან მოშორებით. თუმცა გარკვეული არასამთავრობოების ჩართულობით და წაქეზებით ცდილობენ, რომ შეცდომაში შეიყვანონ ადგილობრივი მოსახლეობა“,-განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, როდესაც ის თანამდებობას დატოვებს ამ პროექტებს „ზურგზე ვერ მოიკიდებს და წაიღებს“.

„ეს დარჩება ქვეყანას, ეს იქნება მნიშვნელოვანი საქართველოს ენერგეტიკისთვის. ასეთი პროექტების განხორციელებით მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ენერგეტიკის მიმართულებით არასდროს იყოს პრობლემა ქვეყანაში“,-აღნიშნა კალაძემ.

წყარო: pia.ge