01/05/2024
Latest:
მსოფლიო

ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაციის განცხადების შედეგად ნავთობი ძვირდება

რამდენიმედღიანი დაღმავალი ტრენდის შემდეგ ნავთობის ფასმა პოზიციები აღიდგინა. ნავთობის გაძვირებას წინ უძღოდა ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაციის განცხადება, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ოპეკის შემადგნლობაში არ შედის, ნავთობის წარმოების მაჩვენებელს შეამცირებენ და ეს ენერგო პროდუქტების ბაზარს მოთხოვნა-მიწოდების კუთხით ბალანსის აღდგენაში დაეხმარება. კერძოდ ადმინისტრაციის პირველი პირი ფატიჰ ბიროლი, იმ ნავთობმწარმოებელი ქვეყნებიდნა რომლებიც ოპეკის შემდგენლობაში არ არიასნ პროდუქციის მოპოვების 25 წლის მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირებას ელოდება, რაც დღეში მინუს 700 000 ბარელით ნაკლეი ნავთობის წარმოებას გულისხმობს. ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაციის განცხადების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ორი უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი რუსეთი და ირანი. კერძოდ რუსეთის ენერგეტიკის მინსიტრი ამბობს, რომ ქვეყანა მალე ნავთობის მოპოვებას ისტორიულ მაქსიმუმამდე ანუ დღეში 12 მილიონ ბარელამდე გაზრდის. ირაანის განწყობა ამ მხრივ უკვე დიდი ხანია ცნობილია. ქვეყანა ელოდება ნავთობის წარმოების სანქციებამდე არსებულ მაჩვენებლამდე აღდგენას, რაც დღეში 4 მილიონი ბარელის მოპოვებას გულისხმობს.

Admiral Market Georgia-ს ანალიტიკური ჯგუფი