05/05/2024
Latest:
მსოფლიო

ევროკომისიამ ევროზონის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუარესა

ევროზონის ეკონომიკის ზრდა წელს და მომავალ წელს მოსალოდნელზე სუსტი იქნება, – განაცხადა ევროკომისიამ საგაზაფხულო ანგარიშში, სადაც საშინაო და საგარეო მაღალ რისკებზეც მიუთითა.

ევროკავშირის მონაცემებით, წელს ევროზონის ეკონომიკა 1,6%-ით გაიზრდება. თებერვალში ეს მაჩვენებელი 1,7% -ზე იყო ნავარაუდევი.

2017 წლისთვის ზრდა 1,9%-დან 1,8%-მდეა შემცირებული.

ინფლაციის მაჩვენებელი ძველებურად რჩება ევროპის ცენტრალური ბანკის მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელზე დაბლა. ევროკომისიის პროგნოზით, მომავალ წელს ფასები მხოლოდ, 1,4%-ით გაიზრდება.

საგარეო რისკებად დასახელდა ჩინეთისა და სხვა განვითარებად ბაზრებზე ეკონომიკის ზრდის შესაძლო შენელება, გაზრდილი პოლიტიკური დაძაბულობა და ნავთობის ფასების მკვეთრი რყევა.

მთავარ შიდა რისკად კი, ევროკომისიამ დაასახელა გაურკვევლობა იმ რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნა.

წყარო: GBC