საზოგადოება

ევროლიბერალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემირანტი, საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი სულა სულაშვილი საზოგადოებას  ევროლიბერალიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებს აცნობს.

” სავიზო რეჟიმის წესების გამარტივება გააადვილებს მობილურობის პროცესს მოქალაქეების დაახლოებით ოცი (20) კატეგორიისათვის ვიზებთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივების, ვიზების მოქმედების ვადის გაზრდისა და სავიზო მოსაკრებლის შემცირების, ან გაუქმების თვალსაზრისით. აღნიშნული ცვლილება ნამდვილად შეუწყობს ხელს ადამიანებს შორის ურთიერთობების დამყარებას ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში. გარდა ამისა, ცვლილება პოზიტიურ გავლენას მოახდენს კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაზე. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საკმაოდ განსხვავებულ და რთულ პროცედურებს აწყდებიან ევროპის ქვეყნების საკონსულოებში. აღნიშნული პროცედურები დაკავშირებულია დოკუმენტების შემოწმებასთან, პირად ინფორმაციასთან, დროსთან, ფულსა და ენერგიასთან. თუმცა, ადამიანებმა მაინც არ იციან და არ არიან დარწმუნებულნი, თუ რა პასუხს მიიღებენ საკონსულოდან და როგორი იქნება საბოლოო შედეგი.

ერთი სიტყვით ვიზების გაცემის გამარტივებული პროცესი დადებითად აისახება, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად და ეს პოცესი ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების ინტეგრაციას ევპოპასთან. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გარდა არსებობს , კიდევ ერთი ნიშვნელოვანი პრობლემა და ეხება 2009 წელს ევროკავშირის მიერ მიღებულ სავიზო კოდექსს, რომელიც ძალაში შევა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებისთანავე. ეს გახლავთ რედმისიის კანონი. – რაში მდგომარეობს პრობლემა? ეს ეხებათ არალეგალური მიგრანტების რეადმისიას, როელიც ითვალისწინებს ევროპის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების უპირობო დეპორტაციას, რომლის ფინანსური მხარე, ხელშეკრულების გათვალისწინებით პირად პასუხისმგებლობაზე აიღო საქართველოს მხარემ. ამ პროცესს ნამდვილად ექნება ეკონომიკური და სოციალური შედეგები და ეს, პირველ რიგში, ეხეეხება საქართველოს, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ასიათასობით ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნებას სჭირდება უამრავი რეფორმების უზრუნველყოფა, რისთვისაც საქართველოს საჯარო ინსტიტუტებს დიდი მუშაობა მოუწევთ, არსებობს კიდევ მეორე სეგმენტი, რომელზეც დიდ ზეგავლენას მოახდენს და ეს გახლავთ უამრავი ქართული ოჯახი – რომლებიც დამოკიდებულები არიან იმ ოჯახის წევრების ფულად გზავნილებზე, რომლებიც არალეგალურად მუშაობენ ევროკავშირის ქვეყნებში . იგივე ეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც შესაძლოა შევიდნენ ევროკავშირში საქართველოს გავლით და პასუხისმგებლობის ტვირთს აკისრებს მხარეს, რომელიც ახორციელებს რეადმისიას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 28.9 % ემიგრაციაშია, მათი 80 % არალეგალურად მომუშავე მიგრანტია და სწორედ ეს ემიგრანტი წარმოადგენს ოჯახში შემოსავლის ერთადერთ წყაროს. თუმცა, როცა ვაანალიზებთ დადებით და უარყოფით შედგებს, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივა, მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს და, შესაძლოა, დადებითი გავლენა ჰქონდეს როგორც ფიზიკური პირების ინტერესებზე, ისე მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე და ეს დამოკიდებილია საქართველოს ხელისუფლების მოქნილობაზე. მიუხედავად ამ საკითხების მნიშვნელობისა, ძალიან სუსტად არის შესწავლილი ევროკავშირისაკენ მობილურობისა და მიგრაციის ახალი დინამიკა და მასთან დაკავშირებული საკითხები.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა, პოლიტიკოსების, ექსპერტების, მედიასაშუალებებისა და ამ პროცესში პირდაპირ მონაწილე მხარეების ჩათვლით, ძალიან ცოტა იციან იმის შესახებ, თუ რა სარგებლობა შეიძლება მიიღონ მათ და რის ფასად. სამწუხაროდ საქართველოს არც წინა და არც ამჟანინდელ ხელისუფლებამს არ უწარმოებია კვლევები, თუ რას ნიშნავს რეალურად ამ ხელშეკრულებების ამოქმედება პირდაპირი მოსარგებლეებისათვის და არ წარმოუდგენია საკუთარ დასკვნებს იმაზე, თუ როგორ ხდება ამ შეთანხმებების აღსრულება მათი ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ” – წერს სულაშვილი.