05/05/2024
Latest:
საზოგადოება

ფონდი „ქართუ“ მის საკუთრებაში არსებულ მინიატურების პარკს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ მის საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მინიატურების პარკს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონია ხვალ გაიმართება და მას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

“საქართველო მინიატურებში”–საქართველოს კულტურულ–არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და იგი შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ “ციცინათელას” მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ–რეაკრიაციულ პარკშია გაშენებული.

მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ “არქიტექტურული ლაბორატორია #3”. კომპლექსი მოიცავს პარკს, არქიტექტურულ ძეგლთა მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განათავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.

წყარო: ინტერპრესნიუსი