17/05/2024
Latest:
საზოგადოება

dara1981 – ახალი ქართული შრიფტი, რომელიც მამამ დაიწყო და 34 წლის შემდეგ შვილმა დაასრულა!

წარმოგიდგენთ ახალ ქართულ შრიფტს დიდი ისტორიით. ამბავი 80-იან წლებში იღებს სათავეს, როდესაც ქართულ ენას და დამწერლობას თითქმის არავინ აქცევდა ყურადღებას. ამ პერიოდში არიქტექტორი თემურ დარახველიძე  მიზნად ისახავს საკუთარი მინიმალისტური შტრიხები შეიტანოს უძველეს ქართულ ანბანში, სამწუხაროდ პროექტმა მაშინ დღის სინათლე ვერ იხილა, ამისთვის არავის ეცალა.

Screen-Shot-2015-12-11-at-12.08.20-AM

 

გაივლის 34 წელიწადი და თემურ დარახველიძის შვილი მიზნად ისახავს მამის დაწყებული საქმის სისრულეში მოყვანას და 2015 წელს ამას ახერხებს! დღეს მარკეტერი ექსკლუზიურად გთავაზობთ ახალ ქართულ შრიფტს 34 წლიანი ისტორიით. მაშ ასე – dara1981

ია-დარახველიძეია დარახეველიძე: როცა პირველად ვნახე შრიფტის ნიმუშები, ვიფიქრე რომ ის აუცილებლად უნდა დასრულებულიყო. მე მას მომავლის შრიფტი დავარქვი და მომწონდა ის, რომ ქართული გასუქებული ასოების მუცლები თხელი და მსუბუქი გახდა. ყველა ასოში განსაკუთრებული შტრიხები დევს. მისი ფორმები გაძლევს საშუალებას ინდივიდუალური ცვლილებები  შეიტანო მასში. ეს შრიფტი გათვლილია  როგორც მოცულობითი სათაურებისთვის ასევე დიდი ზომის ტექსტებისათვის. ასევე მისი გამოყენება შეგიძლიათ  პრინტისთვის. მის ფონტად ქცევაში დაგვეხმარა მერაბ გეწაძე რისთვისაც მადლობას ვუხდით მას.

შრიფტი დასრულებულია და მისი გადმოწერა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ბმულიდან.

dara1981Screen-Shot-2015-12-11-at-12.30.40-AM

სრული პორტფელის სანახავად ეწვიეთ ლინკს.

წყარო: Marketer