06/05/2024
Latest:
საზოგადოება

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება

 

ხვალ, აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება.  სოფელი სახალვაშო, სოფელი შუამთა, ჭოროხის დელტა, კოლხეთის ნაციონალური პარკი და ბოტანიკური ბაღი ის ადგილებია, საიდანაც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის სპეციალისტი, მოხალისე და ტურისტი დააკვირდება. ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსა და ბუნების კონსერვაციის საზოგადოება SABUKO- ს  ორგანიზებით იმართება.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ლექციები და პრეზენტაციები უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მიერ, ასევე გასვლითი ექვსკურსიები და შემაჯამებელი ღონისძიებები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ადგილებზე.

“აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის კუთხით მსოფლიოს ოთხეულში შედის. ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი რეგიონში წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და სპეციალისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მიმდინარე წელს, რეგიონში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსული სპეციალისტები და ტურისტები აკვირდებიან როგორებიცაა: ბელგია, ჰოლანდია, ინგლისი, ამერიკა, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, შვედეთი, ავსტრალია და სხვა. შესაბამისად, იზრდება რეგიონში ტურიზმის ამ მიმართულებიდან მიღებული შემოსვალებიც,” – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.