06/05/2024
Latest:
მსოფლიო

Galaxy S7-ში უჩვეულო შესაძლებლობები აღმოაჩინეს

სპეციალისტებმა Samsung Galaxy S7-ში შესაძლებლობები აღმოაჩინეს, რომლებიც სხვა სმარტფონებში არ არის. საუბარია ფუნქციაზე, რომლითაც სმარტფონი როუტერს ან Wi-Fi-ს მოდემს უკავშირდება და სხვა მოწყობილობებს ინტერნეტთან წვდომას ხელს უწყობს.

ეს საშუალება იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, როდესაც აუცილებელია Wi-Fi-ს მოქმედების ზონის გაფართოება ან ქსელთან სხვა მოწყობილობა უნდა მიაერთოთ, რომლის მეპატრონემ არ იცის პაროლი.

იმისათვის, რომ სიახლით ისარგებლოთ, აუცილებელია მოწყობილობაში Wi-Fi Sharing-ის ფუნქცია ჩართოთ. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტის „გაცემა“ ამ დროისათვის არცერტ სმარტფონს „არ შეუძლია“.