28/04/2024
Latest:
ეკონომიკა

თებერვალში 158.7 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა

თებერვალში უცხოეთის ბაზრებზე 158.7 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

„საქსტატის“ ცნობით, ქვეყანამ ექსპორტიდან, იანვართან შედარებით, 36.5 მილიონით მეტი შემოსავალი მიიღო, თუმცა წინა წლის ამავე თვესთან შედარებით კლება 8,5 მილიონია.

აღსანიშნავია, რომ 2 თვეში ექსპორტის მოცულობა 281 მილიონია, 13%-ით ნაკლები წლიურ ჭრილში.

ბოლო  1თვეში მკვეთრად, 313.7  მილიონით გაიზარდა იმპორტის მოცულობა. გასული თვის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოში 723.1  მილიონის პროდუქცია შემოვიდა.

დეფიციტი 564 მილიონს აღემატებოდა.