03/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“„გაზპრომთან“ მოლაპარაკების გამო აჟიოტაჟი არაადეკვატურია”

„გაზპრომის“ გაზის ფასი უფრო  მისაღები იქნება და ამასთან „სოკარსაც“ დიდი ალბათობით, მოუწევს გაიაფება.

გაზის  მოსალოდნელ დეფიციტზე და რუსული გაზის იმპორტის საჭიროებაზე, ენერგეტიკის ექსმინისტრმა დავით მირცხულავამ „მაესტროზე“  განაცხადა და ყურადღება გაამახვილა  გაზის ფასზე, მათ შორის  საქართველოს გაზგასამართ სადგურებზე, სადაც  ყველაზე მაღალი ფასია მთელს რეგიონში,  ცენტრალურ ევროპაშიც კი უფრო იაფია.

აღნიშნა, რომ „გაზპრომის“ გარდა სხვა ალტერნატივა არ არის, მხოლოდ „სოკარი“ მზარდ მოთხოვნას  ვერ დააკმაყოფილებს.

ამასთან რისკებიც  სტანდარტულია. დამატებით საფრთხეებზე საუბარი მირცხულავას არ მიაჩნია მართებულად, იმის გათვალისწინებით, რომ  რუსეთი  ელექტროენერგიის მსხვილი მომწოდებელიცაა და ამ ლოგიკით, თურქული ძვირი  დენით ჩანაცვლება უფრო მეტად საფრთხის შემცველი უნდა იყოს, რადგან  ავტომატურად გაძვირებას ნიშნავს და პირდაპირ მომხმარებელს არტყამს.

„მაშინ მოგვიწევს  450 მეგავატის თურქეთისგან შესყიდვა რაც ტარიფის უპირობოდ გაზრდას ნიშნავს“.

მირცხულავას „გაზპრომთან“ მოლაპარაკების გამო აჟიოტაჟი არაადეკვატრურად ეჩვენება, რადგან  არც პირველია და არც ბოლო, წლების განმავლობაში პერმანენტულად მიმდინარეობს.