სხვა

“ღიად ხდება უცხო მთავრობების მხრიდან ოპოზიციის დაფინანსება” – კახა კალაძე

სამწუხაროა, რომ ღიად ხდება უცხო მთავრობების მხრიდან ოპოზიციის დაფინანსება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  განაცხადა.

უკვე პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ზღვარი არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთილია. სამწუხაროა, რომ უკვე ღიად ხდება უცხო მთავრობების მხრიდან ოპოზიციის დაფინანსება. ეს ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეში ჩარევა, რაც ძალიან მძიმეა. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მოჰყვება ყოველთვის რეაგირება. თანამედროვე სამყაროს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება რეალურად, ვინ არიან კონკრეტული ქვეყნები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობენ, აგიტაციასა და საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები”,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარის დატოვება