06/05/2024
Latest:
საზოგადოება

გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს

ამ წუთებში, bfm.ge-სთვის, სანდო წყაროს საფუძველზე, ცნობილი ხდება, რომ მოქალაქე როლანდ ბლადაძესა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს შორის არსებულ სადავო ბინის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ ყადაღის წარმოშობის გადაწყვეტილება მიიღო.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ როლანდ ბლადაძის კანონიერ ინტერესებს ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი იცავს, რომელმაც დავის პროცესში, არაერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა და პრინციპული დამოკიდებულება გამოავლინა სადავო ქონების საკითხთან დაკავშირებით. რეზონანსულ საქმესა და გადაწყვეტილებაზე, bfm.ge ცდილობს დაუკავშირდეს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“ და მის ხელმძღვანელ არჩილ კაიკაციშვილს.

ჩვენ ინფორმაციის გავრცელებამდე, ასევე შევეცადეთ გადაგვემოწმებინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გვერდი, სადაც გიორგი პაპუაშვილის უძრავ ქონებას, ქ. ბათუმში, მდებარე გორგილაძის ქუჩა #37, ბ8, ვალდებულების წარმოშობის გრაფაში, ყადაღა/აკრძალვა არ ადევს, თუმცა აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების დამადასტურებელი ველი, ბოლოს განახლებულია 2015 წლის 20 ნოემბერს, 17:27:10 საათზე. განაცხადის განახლებით დაინტერესებულ პირად დაფიქსირებულია ბექა ჯავახიშვილი. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ოფიციალური გვერდის ცნობით, ბექა ჯავახიშვილი ორგანიზაციის იურისტია.