03/05/2024
Latest:
მსოფლიო

Goldman Sachs – წლის ბოლოსთვის ევრო 1,05 დოლარი ეღირება

Goldman Sachs-ის პროგნოზით მიმდინარე წლის ბოლოს ევრო 1,05 დოლარამდე დაეცემა, თუ ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში ეკონომიკის სტიმულირების მოცულობას გაზრდის.
ბანკის ექსპერტთა განცხადებით, ევროპის ცენტრალური ბანკი მოცულობის გაზრდაზე განცხადებას 3 დეკემბერს გამოაცხადებს. ამასთან დაკავშირებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დოლართან მიმართებაში ევროს კურსი 0,05-0,06 დოლარით დაიკლებს.

„ევრო წლის ბოლოსთვის 1,05 დოლარამდე დაიწევს და 12 თვის მინიმუმს მიუახლოვდება, რომელიც ამ წლის მარტში დაფიქსირდა“, – ნათქვამია Goldman Sachs-ის ანგარიშში.