01/03/2024
Latest:
მსოფლიო

საუდის არაბეთის პრინცმა 32 მილიარდი დოლარი ღარიბებს გადასცა

საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდმა მთელი თავისი ქონების ქველმოქმედებისთვის გაცემა გადაწყვიტა. მისი თქმით, იგი გეგმავს რომ მისი ქონება საქველმოქმედო ორგანიზაციებს ეტაპობრივად გადასცეს. პირველ რიგში, მისი სურვილია თანხა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას მოხმარდეს. ასევე მას სურს, უკურნებელი დაავადებების შესწავლის დაფინანსება, ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთა დახმარება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება.

როგორც ცნობილია, საუდის არაბეთის პრინცის ქონება 32 მილიარდ დოლარს შეადგენს. პრინცი არ აზუსტებს, თუ როდის დაიწყება თანხების გადარიცხვა, მისი თქმით, ეს პროცესი რამდენიმე წელზეა გათვლილი.

პრინცი ალ-ვალიდი საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრია. ჟურნალ “ფორბსის” მიხედვით, იგი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში 22-ე ადგილზეა.