08/05/2024
Latest:
მსოფლიო

გააუქმეთ H-1B ვიზა და თქვენ გაანადგურებთ ამერიკის ეკონომიკას

ამერიკელი მეცნიერი მიჩიო კაკუ ამერიკის განათლების სისტემაზე

“მეცნიერება არის კეთილდღეობის საფუძველი. ორთქლის მანქანა, ელექტროენერგია, ლაზერი, ტრანზისტორი, კომპიუტერი – ყველამ ვიცით მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში თუმცა დღეს, ინფორმაციულ რევოლუციას თან ახლავს კონკრეტული საშიშროებაც. ეს საშიშროება განათლების სისტემაშია. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ყველაზე ცუდი განათლების სისტემა. გაინტერესებთ, რატომ არ გაქრა აქამდე ამერიკის სამეცნიერო პოტენციალი?

გეტყვით – ამერიკას აქვს „საიდუმლო იარაღი“ – და ეს საიდუმლო იარაღი არის ვიზა – H-1B. ამ საიდუმლო იარაღის გარეშე ამერიკის სამეცნიერო კორპუსი დიდი ხნის წინ ჩამოიშლებოდა. დაივიწყეთ გუგლი. დაივიწყეთ სილიკონის ველი – არავითარი სილიკონის ველი არ იქნებოდა იმიგრანტების გარეშე. იცით რა არის H-1B? ეს არის გენიოსების ვიზა. იცით თუ არა, რომ ამერიკაში მცხოვრები სადოქტორო ხარისხის კანდიდატთა ნახევარი სხვა ქვეყნებში დაიბადა? ქალაქ ნიუ-იორკის უნივერიტეტის ფიზიკის მიმართულება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამეცნიერო სისტემას ქმნის შეერთებულ შტატებში კანდიდატების 100% იმიგრანტია. შეერთებული შტატები შეგვეძლო შეგვედარებინა მაგნიტისთვის, რომელიც ისრუტავდა ტვინებს მთელი მსოფლიოდან, მაგრამ ახლა ეს ტვინები უკან მიდიან. ისინი მიდიან უკან ჩინეთში და ინდოეთში.

საზოგადოება შეშფოთდა – ნუთუ ახლა სილიკონ ველი ინდოეთში იქნება? მაგრამ, საზოგადოებას ავიწყდება საიდან მოვიდნენ ისინი, ვინც ის შექმნა. გააუქმეთ H-1B ვიზა და თქვენ გაანადგურებთ ამერიკის ეკონომიკას. ამას წინად, The Wall Street Journal-მა სარედაქციო სვეტში უპასუხა კონგრესმენებს, რომლებიც აცხადებდნენ რომ H-1B ვიზა სამუშაო ადგილებს ართმევს ამერიკელებს. საქმე იმაშია, რომ ბუნებაში არ არსებობენ ამერიკელები, რომლებიც შეასრულებდნენ უმაღლეს ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სამუშაოს. ისინი ამერიკელებს კი არ ართმევენ უკვე არსებულ სამუშაო ადგილებს, ისინი ქმნიან სრულიად ახალ ინდუსტრიებს.

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა განათლების სისტემაში. სოციოლოგი არ განსაზღვრავს “სილიკონ ველის” მუშაობას. ჩვენ გვჭირდება მეტი ფიზიკოსი და მეტი ინჟინერი – სწორედ ისინი განსაზღვრავენ მომავალი ‘სილიკონ ველის’ ბედს.”

european.ge