07/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ჰუალინგი ქუთაისში ლიფტების საწარმოს ააშენებს

ქუთაისში ლიფტების საწარმო აშენდება. საწარმოს მშენებლობისთვის ინვესტიციას ჩინური კომპანია „ჰუალინგი“ განახორციელებს.

ლიფტების საწარმოს გარდა ქართულ და ჩინურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები კიდევ ოთხ მსხვილ საინვესტიციო პროექტზე მიმდინარეობს.

„ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენლებს ქუთაისის მერსა და იმერეთის გუბერნატორს შეხვდნენ.  ქუთაისში ასევე იმყოფება ჩინეთის შანდონგის პროვინციის დელეგაცია. დღესვე შანდონგის ქალაქ ლაივუსა და ქუთაისს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა “ჰუალინგი”, ქუთაისში 359 251 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე შარშან შეიქმნა.

წყარო: Gbc.ge