08/05/2024
Latest:
საზოგადოება

ირაკლი თავლელიშვილი – კომუნალურ ვაუჩერს თბილისის მოსახლეობის მესამედი მიიღებს

დედაქალაქში კომუნალურ ვაუჩერს მოსახლეობის ის ნაწილი მიიღებს, რომელსაც სოციალურ ბაზაში 200 000 ქულაზე ნაკლები აქვს, ასეთია დაახლოებით 100 000 ოჯახი, რომელიც თბილისის მოსახლეობის მესამედია,-ამის შესახებ საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი თავლელიშვილმა საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით ამ საკითხზე დღეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.

“20 000-მდე ოჯახია თბილისში, რომელიც წელიწადში იღებს 40 000 ლარზე მეტ შემოსავალს, ეს არის თვეში დაახლოებით 3 500 ლარი, ამიტომ ასეთ ოჯახებს ეს ვაუჩერი აღარ სჭირდებათ. ბევრმა არც იცის, რომ ვაუჩერს იღებს, რადგან ახლა პირდაპირ ჩამოჭრა ხდება, იგივე ბანკებში, აგრეთვე ადამიანები ონლაინ რეჟიმში იხდიან გადასახადებს, სადაც არ არის ფიქსირებული, რომ თანხა მოაკლდა, მათ შეიძლება არც იცოდნენ, რომ წელიწადში 5 თვის განმავლობაში ამ ვაუჩერს იღებენ”,-აღნიშნა ირაკლი თავლელიშვილმა.

მისი თქმით, ყველა ვინც თვლის, რომ კომუნალური ვაუჩერი უნდა მიიღონ, უნდა მიმართონ სოციალურ სააგენტოს და იმ შემთხვევაში თუ მათ 200 000 ქულაზე ნაკლები დაუდასტურდება, დაფინანსდება.

“ვისაც ძალიან სჭირდება ვაუჩერი, სოციალურ სააგენტოში განაცხადს შეიტანს და ჩვენ მათ დავაფინანსებთ. თუ გადავადდა და მარტში ვერ მოასწრეს სოციალური სტატუსის მიღება, გარდა იმისა რომ ისინი იანვარ-დეკემბერს მიიღებენ ამ ვაუჩერს მარტშიც დაფინანსდებიან”,-განაცხადა ირაკლი თავლელიშვილმა.

თავლელიშვილის განცხაებით კომუნალური ვაუჩერი ისევ 20 ლარიანი იქნება და ის ნოემრიდან მარტის ჩათვლით გაიცემა.