17/05/2024
Latest:
მსოფლიო

ევროკავშირს “გაზპრომის” მონოპოლიზაციაზე შეტევის გეგმა მზად აქვს

 ევროკომისიამ ევროკავშირში ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებისთვის მისაღები ზომების პაკეტი წარმოადგინა. გეგმის მიხედვით გაზის მიწოდების შემთხვევაში ევროკავშირის 9 ზონად დაყოფა იგეგმება.

“ეს გაზპრომისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია?”, – პოლემიკით იკითხა ფრანგმა ჟურნალისტმა, მას შემდეგ რაც ბრიუსელში 16 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ენერგო გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, მაროშ შევშოვიჩმა და ევროკომისიის ენერგეტიკის საკითხებში კომისარმა მიგელ არიას კანტიეტემ ზომების  ვრცელი პაკეტი წარადგინეს, რომლებიც ევროკავშირის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებისკენაა მიმართული.

“მსგავსი მოსაზრება სრულიად მცდარია”, – დიპლომატიურად უპასუხა შევშოვიჩმა და აღნიშნა, რომ რუსეთი ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. თუმცა შევშოვიჩმა დასძინა, რომ პარტნიორობას კომერციული საფუძველი ექნება და ევროპული კანონების სრული დაცვით განხორციელდება.

ენერგეტიკული უსაფრთხოება არა ნაციონალური, არამედ რეგიონალური საქმეა

 

აქამდე მიგელ არიასმა არაერთხელ აღნიშნა, თუ რა გახდა ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებით ესოდენი დაინტერესების მიზეზი.

“2006-2009 წლების გაზის კრიზისების შედეგად, რა დროსაც ყინვების გამო მილიონობით ადამიანი დაზარალდა, ჩვენ ვუთხარით ერთმანეთს “მეტი აღარასდროს” ორივე ზემოთხსენებულ შემთხვევაში გაზის მოწოდებას “გაზპრომი” წყვეტდა”, – აღნიშნა არიასმა.

2014 წლის ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების მომსწრე ევროკომისიამ ევროკავშირის გაზმომარაგების სტრეს-ტესტი ჩაატარა და მივიდა დასკვნამდე, რომ ის არ არის სათანადოდ დაცული. 2015 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა კომპლექსურ ზომებზე. სწორედ აღნიშნული მუშაობის შედეგები იქნა წარმოდგენილი საზოგადოებისთვის.

“მეტი კონკურენცია, მეტი დივერსიფიკაცია და მეტად დაბალი ფასები ევროპის ნავთობის ბაზარზე” – ასე ხედავს კანიეტე განსახორციელებელი “ზომების პაკეტის” შედეგებს.

დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებულია საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების ვრცელი ჩამონათვალი. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში ნაციონალური მიდგომიდან რეგიონალურ მიდგომაზე გადასვლაა საჭირო. ევროკომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასევე აუცილებელია გაზის შეფერხების შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნების თანადგომა.

ევროკომისია ევროკავშირის 9 რეგიონალურ ზონად დაყოფის ინიციატივით გამოდის. არსებული გეორგაფიული, ისტორიული და ინფრასტრუქტურული რეალობიდან გამომდინარე გერმანია ერთობლივ ზონას პოლონეთთან, ჩეხეთთან და სლოვაკეთთან ჩამოაყალიბებს. მეორე ზონაში შესაძლოა ლიტვის, ლატვიის, ფინეთისა და ესტონეთის გაერთიანება. მესამე ზონაში – ავსტრია, იტალია, უნგრეთი, სლოვენია და ხორვატია ერთიანდებიან.

მთავრობათაშორის კონტრაქტებზე კონტროლის გამკაცრება

მისაღები ზომების პაკეტი, რომლის დამტკიცებაც ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტს მოუწევს ასევე ითვალისწინებს ბრიუსელის კონტროლის გაძლიერებას ევროკავშირის ნავთობის მთავრობათაშორის შეთანხმებებზე სხვა ქვეყნებთან.

რაც შეეხება კერძო კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს. ამიერიდან აღნიშნულ საკითხში რეგულატორის აქტიური ჩართულობა იმ შემთხვევაში იგეგმება, თუ ხელშეკრულება 1 წელზე მეტ ხანს გრძელდება და თუ მომწოდებლის საბაზრო წილი 40%-ს აღემატება.

შეკითხვაზე შეეხებათ თუ არა ახალი წესები “გაზპრომთან” აქამდე გაფორმებულ გრძელვადიან ხელშეკრულებებს მიგელ არიას კარიეტე აცხადებს, რომ “გაზპრომთან” აქამდე გაფორმებულ ხელშეკრულებებს ახალი რეგულაციები არ შეეხება გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის საბაზრო წილი 40%-ზე ნაკლებია, თუმცა პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის დაწყების შემთხვევაში ევროკომისარი არ გამორიცხავს, რომ ახალი წესები რუსეთსაც შეეხება.

პროექტი “ ჩრდილოეთის ნაკადი-2” პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტთა უმრავლესობის ინტერესის საგანი იყო.

მალოშ შევშოვიჩმა აღნიშნა, რომ მოცემულ პროექტზე ინფორმაცია ძალიან მწირია და დასძინა, რომ ხშირია ამ თემის მაღალ პოლიტიკურ დონეზე განხილვა.

“ნებისმიერ  შემთხვევაში  ჩვენ ევროკავშირის კანონების დაცვას მივაღწევთ”, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე თავმჯდომარემ.

მისაღები ზომების პაკეტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს გათხევადებული ბუნებრივი აირის გაძლიერებული გამოყენება წარმოადგენს, რასაც “ლურჯ საწვავზე” ევროკავშირის მოთხოვნილების 43% დაკმაყოფილება შეუძლია. პრობლემა მხოლოდ მომწოდებელთა სიმცირესა და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არასრსებობაში მდგომარეობს.

აქამდე ნავთობი აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიედინებოდა, ამის შემდეგ პირიქით მოხდება

საჭიროა ურთიერთ დამაკავშირებლები, რაც ძირითადად მოკლე მილებს წარმოადგენს, რომლებიც ორი მეზობელი ქვეყნის ბუნებრივი აირის ქსელს აკავშირებს, რაც გაზის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადართვის საშუალებას იძლევა. ევროკომისიის მიერ შემუშავებული ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალში მოცემული პროექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითისთვის პორტუგალიისა და ესპანეთის ურთიერთ დამაკავშირებელი, ასევე გაზსადენი “MIDcat”, რომლის სიგრძეც 190 კილომეტრს წარმოადგენს. მოცემული გაზსადენი ყოველწლიურად ესპანეთიდან საფრანგეთში სულ მცირე 14 მილიარდი კუბამეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეძლებს.

“უწინ ნავთობი აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიედინებოდა, ახლა კი იქმნება ფონი იმისთვის, რომ ეს პირიქით მოხდეს, რასაც რუსეთი ყოველთვის სასტიკად ეწინააღმდეგებოდა”- აღნიშნა “DW”-სთან საუბარში გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში კლაუდია კეფერტმა.

კეფერტმა ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი მისაღები ზომების პაკეტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ  მოცემული პროექტი მთელ რიგ ენერგომომარაგების ზომებს მოიცავს.

 წყარო: euronews.ge