07/05/2024
Latest:
საზოგადოება

გოჩა თუთბერიძე: რუსთავი2 ცდილობს გააძლიეროს გაუფასურების მოლოდინი

საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი ფინანსურ საკითხებში გოჩა თუთბერიძე ლარის კურსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ცალკეული მედია-საშუალებები სიტუაციის დამძიმებას ცდილობენ:

“პრემიერი მართალია, მაგრამ ესმის ეს რუსთავი 2-ს? რომლის ჟურნალისტები თავს არ ზოგავენ და მუდმივად უჩვენებენ ტაბლოებს, სადაც მაქსიმალური კურსები წერია და ამით ცდილობენ გააძლიერონ გაუფასურების მოლოდინი, მაქსიმალურად დაძაბონ სიტუაცია. სრულიად გაუგებარია! თქვე დალოცვილებო! ამით ხომ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას და საბოლოო ჯამში საკუთარ თავს აყენებთ ზიანს?

 

123pture