17/05/2024
Latest:
მსოფლიო

ირანი და აზერბაიჯანი ნავთობის მოპოვების ერთობლივ პროექტს განიხილავს

აზერბაიჯანულმა კომპანია “სოკარმა” და ირანის ნაციონალურმა სანავთობო კომპანიამ (NIOC), თეირანში ერთობლივი პროექტების რეალიზაციისა და ნავთობის და გაზის მოპოვების საკითხი განიხილა, – აღნიშნულის შესახებ კომპანია “სკოარი” ავრცელებს ინფორმაციას.

“სოკარის” პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა, ირანში ვიზიტისას, ირანის ნავთობის მინსიტრ ბიჟან ნამდარ ზანგენესთან და NIOC-ის დირექტორთან გამართა შეხვედრა.

“მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ნავთობისა და გაზის სვოპ-ოპერაციები, ტრეიდინგული ოპერაციები, ირანში და აზერბაიჯანში ნავთობისა და გაზის მოპოვების საკითხები და აგრეთვე ნავთობქიმიის პროექტები”, – აღნიშულია განცხადებაში.

ipress.ge