სხვა

“მიმდინარე აქციების დაშლისას, საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდ ნაწილს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, ქალებს, კაცებს, ჟურნალისტებს” – ხატია დეკანოიძე

აქციების დაშლისას, საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდ ნაწილს. ყველა ფაქტი გვაქვს მოპოვებული და შეკრებილი, რასაც გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ის   „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს გამოეხმაურა.

„მე და თამარ კორძაია, ასევე ჩვენი გუნდი, ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმ ფაქტების შეგროვებაზე, რომელიც ვიხილეთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პროტესტის მიმდინარეობისას, რომელიც ძირითადად უკავშირდება ძალადობას ადამიანებზე, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციების დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო. გამოყენებული ფიზიკური ძალა, ხშირ შემთხვევაში გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას. ხოლო, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა. მიმდინარე აქციების დაშლისას, საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდ ნაწილს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, ქალებს, კაცებს, ჟურნალისტებს. განსაკუთრებით სასტიკად ნაცემია რამდენიმე ადამიანი – ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფი არაერთი პირი. ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი პოლიციელები მასაში შეითრევდა აქციის მონაწილეს და ფიზიკურად უსწორდებოდა, მუშტებს ურტყამდა, თმებში ქაჩავდა, წაქცეულებზე წიხლებით დგებოდნენ. დაფიქსირდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ყველა ეს ფაქტი გვაქვს მოპოვებული და შეკრებილი, რასაც გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში. ვაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას“, – აღნიშნა განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარის დატოვება