„ძალიან მკაფიოა საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის, რომ ამ კანონს რაიმე შინაარსობრივი ცვლილება ვერ გააკეთილშობილებს” – გიორგი ვაშაძე
ძალიან მკაფიოა საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის, რომ ამ კანონს რაიმე შინაარსობრივი ცვლილება ვერ გააკეთილშობილებს – ისინი ამბობენ, რომ დიახ, კონკრეტული ნაბიჯები იქნება მათი მხრიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა,გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ძალიან მკაფიოა საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის, რომ ამ კანონს რაიმე შინაარსობრივი ცვლილება ვერ გააკეთილშობილებს. ეს კანონი ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან. მეორე – ძალიან მკაფიოდ ხედავენ, რომ ყველა ეს დეზინფორმაციული კამპანია, რაც არის აწყობილი „ქართული ოცნების“ მხრიდან, ევროპული ღირებულებების და ფასეულობების წინააღმდეგ არის [მიმართული]. ეს არ არის მხოლოდ კანონის საკითხი, ეს არის საკითხი ევროკავშირისკენ მიდის საქართველო თუ რუსეთისკენ. ძალიან მკაფიოა მათი წარმოდგენა იმ რეალობაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება. ამასთან ერთად, ისინი ამბობენ, რომ დიახ, კონკრეტული ნაბიჯები იქნება მათი მხრიდან. მათი მხრიდან იყო საუბარი უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მაინც შევეცადეთ გვეთქვა, რომ უფრო ინდივიდუალური სანქციების მიმართულებით წავიდნენ და არა ხალხის პრობლემებისკენ,“ – განაცხადა ვაშაძემ.