02/05/2024
Latest:
მსოფლიო

ირანს საერთაშორისო სანქციები მოეხსნა – რა ელის ნავთობის მსოფლიო ფასებს

ირანს საერთაშორისო სანქციები მოეხსნა. საუბარია საქნქციებზე, რომლებიც მის მიმართ 2005 წლიდან ამოქმედდა თეირანის მიერ ბირთვული პროგრამის შემუშავების გამო. ინფორმაციას  AFP ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ხელი მოაწერა ბრძანებას ირანისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ. ევროკავშირის წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ შესაბამისი განკარგულებები გაიცა ევროკავშირისადმიც.

სანქციების მოხსნა განხორციელდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, რომელმაც დაადასტურა, რომ ირანი სრულად ასრულებს „ექვსეულის“ შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს.

ირანსა და „ექვსეულს“ შორის შეთანხმებები 2015 წელს იქნა მიღწეული და დოკუმენტების თანახმად, თეირანი უარს ამბობდა ბირთვული პროგრამის გაგრძელებაზე საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.

სანქციების მოხსნის ფორმალური პროცედურა 2015 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის პარლამენტმა საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

სანქციების მოხსნა ირანს საშუალებას მისცემს მიიღოს წვდომა ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე.

სანქციების მოხსნის შემდეგ ბირჟებზე პირველი ვაჭრობა 18 იანვარს დაიწყება.

ექსპერტების პროგნოზით, სანქციების მოხსნის შემდეგ ირანი დაიწყებს ნავთობის მოპოვების მკვეთრ ზრდას, რის შესახებაც ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს. სულ რამდენიმე კვირაში ირანი შეძლებს მოპოვების გაზრდას დაახლოებით 500 ათასი ბარელით დღეღამეში.

ექსპერტები ვერ საუბრობენ იმაზე, მოახდენს თუ არა ირანის ბაზარზე დაბრუნება სერიოზულ გაველნას კოტირებებზე თუ ეს შესაძლებლობა უკვე ჩადებულია ფასებში. მეორეს მხრივ, ირანელები  სავარაუდოდ, მომხმარებელს მასშტაბურ ფასდაკლებებს შესთავაზებენ ისევე, როგორც ამას ერაყი აკეთებდა ბაზრიდან ხანგრძლივი გასვლის შემდეგ.

ამ ეტაპზე ნავთობის მსოფლიო ფასები იმ დონეზე ეცემა, როდესაც ზოგიერთი ნავთობკომპანია ქარხნებსაც კი ხურავს.

commersant.ge