ამერიკა ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვას აუქმებს
Rambler News Service-ის ინფორმაციით რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა მიაღწიეს კონსენსუს იმ კანონპროექტთან დაკავშირებით რომელიც ამერიკას ნავთობის ექსპორტზე გატანის უფლებას აძლევს.
შესაბამისი შეზღუდვა ნავთობის ექსპორტზე ამერიკაში 40 წელია მოქმედებს. კანონპროექტის განხილვა კონგრესში მიმდინარე წლის 17 დეკემბერს იგეგმება. წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკელი კონგრესმენის,ენ ვეგნერის განცხადებით ემბარგოს მოხსნის სანაცვლოდ დემოკრატებს საშუალება ექნებათ საგადასახადო შეღავათები დაუწესონ ქარისა და მზის ენერგიის გენერაციაზე ორიენტირებულ სექტორს.