07/05/2024
Latest:
მსოფლიო

“ისლამური სახელმწიფოსგან” ნავთობის უმსხვილესი მყიდველი რუსეთის მოქალაქეა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, გააჩნია მტკიცებულება “ისლამურ სახელმწიფოსთან” ნავთობის ვაჭრობაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება. “ჩვენ გვაქვს მტკიცებულება და მას მსოფლიოს ვუჩვენებთ”, – განაცხადა ედროღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, “ისლამური სახელმწიფოსგან” ნავთობის უმსხვილესი მყიდველი სირიელი ბიზნესმენია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.
“ვინ ყიდულობს ნავთობს? ნება მიბოძეთ, მოგიყვეთ. სირიელი ჯორჯ ჰასვანი, რომელსაც რუსეთის მოქალაქის პასპორტი აქვს – ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა ამ ბიზნესში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.