03/05/2024
Latest:
მსოფლიო

საფრანგეთში, სუპერმარკეტებს გაუყიდავი პროდუქციის გადაყრა აეკრძალათ

გაუყიდავი პროდუქცია, საქველმოქმედო დაწესებულებებსა და საქველმოქმედო საკვებ ფონდებს გადაეცემა

საფრანგეთში, სუპერმარკეტებს, გაუყიდავი პროდუქციის გადაყრა/გაფუჭება კანონით აეკრძალათ, – აღნიშნულის შესახებ Independet.co.uk წერს.

სუპერმარკეტები, იძულებულნი არიან, გაუყიდავი პროდუქცია, საქველმოქმედო დაწესებულებებსა და საქველმოქმედო საკვებ ფონდებს გადასცენ.

აღნიშნული კანონი ეხება ყველა იმ სუპერმარკეტს, რომლის ფართობიც 400 კვადრატულ მეტრს აღემატება.

კანონის დარღვევის შემთხვევაში, სუპერმარკეტი 75,000 ევროთი დაჯარიმდება (ან ორწლიანი თავისუფლების აღკვეთით).

აღნიშნულ კანონს, საფრანგეთის სენატის უკლებლივ ყველა წევრმა მხარი დაუჭირა.

ibusiness.ge