2015 წელს რეგიონში ტურისტების 2,78 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა
დღეს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა დეპარტამენტის 2015 წლის საქმიანობის ანგარიში ჟურნალისტებს წარუდგინა. თავმჯდომარემ დეპარტამენტის მიერ გასულ წელს განხორციელებულ პროექტები შეაჯამა და მიმდინარე წელს დაგეგმილ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება.
2015 წელს რეგიონში ტურისტების 2, 78 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნულ წელს რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით დეპარტამენტი 9 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებდა აქტიურ პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს, რაც როგორც გარე და ონლაინ რეკლამებს, ასევე რეგიონში ინფო ტურების ორგანიზებას ითვალისწინებდა. სულ, 2015 წელს დეპარტამენტმა 35 საინფორმაციო ტურს უმასპინძლა სამიზნე ქვეყნებიდან, რის შედეგადაც წამყვან მედია საშუალებებში გამოქვეყნდა 170-მდე სარეკლამო ხასიათის სტატია, ასევე მომზადდა არაერთი სატელევიზიო სიუჟეტი აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის შესახებ.
„მიმდინარე წელს რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით უფრო მაშტაბური პიარ კამპანიების წარმოებას ვგეგემავთ ჩვენს სამიზნე ქვეყნებში, რაც აჭარის დღეების მოწყობას დედაქალაქებში, კონკრუსებისა და სხვა მსგავსი აქტივობების განხორციელებას გულისხმობს. ვფიქრტობთ, მსგავსი კამპანიებით ჩვენი რეგიონის პოპულარიზაცია უფრო გაიზრდება,“ აცხადებს დეპარტამენტის დავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი.
გასულ წელს, მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა სერვისის მიმართულებითაც. დეპარტამენტის მიერ ტურიზმის სექტორში დასაქმებული 300-მდე კადრი გადამზადდა, საფუძველი ჩაეყარა ტურიზმის რეგიონალურ ფორუმს „მაგნოლია 2015“, სადაც ტურიზმის ინდუსტრიის წარმატებული კომპანიები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულები იდუმალი სტუმრის შედეგების, ტურისტული სააგენტოებისა და ონლაინ დაჯავშნის bookin.com, tripadviser.com გამოკითხვების შედეგად გამოვლინდნენ. გასული წელს მნივნელოვანი იყო პროექტი“ იდუმალი სტუმარი“-ც, რომელიც რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
„ მიმდინარე წელს, აჭარაში სერვისის ამაღლების მიზნით სამ ახალ პროექტს ვიწყებთ: რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ, საკონსულტაციო-სატრენინგო ცენტრი და გიდების ლიცენზირება. სამივე პროექტი ნებაყოფლობითია და მათში ჩართული ობიექტები და გიდები საბოლოო ჯამში მიიღებენ ხარისხის ნიშას დეპარტამენტის მიერ, რაც მათ საქმიანობას ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის“ აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.
2015 წელს, სიახლეები იყო ა(ა)იპ ბათუმის ტურისტულ სააგენტოშიც. მას შეეცვალა სახელი და პროფილი, გადაკეთდა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოდ, რომლის ძირითადი მიზანიც სოფლად ტურიზმის და საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისება – განვითარებაა. სააგენტომ რეგიონში სოფლად ტურიზმის განვითარების მიზნით ახალი ტურისტული მარშრუტები შეიმუშავა და დაბეჭდა რუკა, ასევე ბათუმის, აჭარის გზამკვლევი სამ ენაზე. სააგენტო მიმდინარე წელს არაერთი საინტერესო პროექტის განხორიცლებეას გეგმავს.