07/05/2024
Latest:
მსოფლიო

კომპანია APPLE 13 მილიარდი ევროთი დაჯარიმდა

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ირლანდიამ კომპანია Apple-ის მიმართ “შერჩევითი დამოკიდებულება” გამოავლინა. კერძოდ, როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, ირლანდიამ კომპანიას € 13 მილიარდი საგადასახადო შეღავათი უკანონოდ მიანიჭა, რის გამოც ამჟამად ევროკომისია ამერიკული კომპანიისგან ანაზღაურების უკან დაბრუნებას მოითხოვს.

დუბლინში აცხადებენ, რომ ბრიუსელში ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. როგორც ევროკომისია აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიას სხვა კომპანიებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა.

გამოძიების შედეგად, რომელიც სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მარეგულირებელმა კომისიამ დაადგინა, რომ ირლანდიაში Apple-ის სტრუქტურა “ეკონომიკურ რეალობას” არ შეესაბამებოდა.

ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ Apple-ის ორი შვილობილი კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ გაიყიდა, განიხილება, როგორც “სათაო ოფისის” კუთვნილება, მიუხედავად ამისა, მარეგულირებელთა აზრით, ანალოგიური ოფისები “მხოლოდ ქაღალდზე”არსებობდა და მოგება არ მიუღია. კერძოდ, სუბარია Apple-ის საერთაშორისო გაყიდვებსა და Apple ოპერაციებზე.

ევროკომისიის დასკვნებს დუბლინში არ ეთანხმებიან. Reuters- ის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა მაიკლ ნუნანმა ირლანდიის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ირლანდია ევროკომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

წყარო: ibusiness