03/05/2024
Latest:
მსოფლიო

კომპანია Mars გერმანიიდან თავის პროდუქციას უკან გაიტანს

შოკოლადის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Mars Inc. გერმანიის ტერიტორიიდან საკუთარ პროდუქციას უკან გაიტანს. მიზეზი ტკბილეულში აღმოჩენილი პლასტმასი გახდა. კომპანია გაიტანს Mars-ის, Snickers-ის, Milky Way-ის ყველა პროდუქტს, რომლებსაც ვარგისიანობის ვადა 2016 წლის 19 ივნისიდან 2017 წლის 8 იანვრამდე აქვთ.

«გვსურს, თავიდან ავიცილოთ მომხმარებლების მიერ დაწუნებული პროდუქტების მოხმარება», – ნათქვამია ამერიკული კომპანიის განცხადებაში.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება შეეხება მილიონობით შოკოლადის ნაწარმს.

2030.news