ეკონომიკა

„თუ ბიზნესმენმა შეღავათიანი პირობები ვერ შეასრულა, კიდეც უნდა დააჯარიმო და ქონებაც უნდა ჩამოართვა“

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის -„აფბას“ ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ნაცმოძრაობას კორუფციული ნიშნების შემცველ საპრივატიზაციო გარიგებებში ადანაშაულებს და ნაციონალების მიერ 1 ლარად გადაცემული ყველა ქონების მიზნობრიობის გამოკვლევას მოითხოვს.

მერაბ ჯანიაშვილი: ნაცმოძრაობაში ყოფნის დროსაც და მას შემდეგაც, ახალ-ახალი ფაქტები იკვეთება, თუ როგორ ასხვისებდნენ სახელმწიფო ქონებას წინა ხელისუფლების წარმომადგენლები. ამის შესახებ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. საუბარია იმაზე, რომ ძალიან ძვირად ღირებული, რამდენიმე მილიონ დოლარად შეფასებული ქონება გადაცემულია ერთ ლარად, ანუ პირობით ფასად უცნობი კომპანიებისთვის, ოფშორული ფირმებისთვის. სულ ახლახანს ერთი ამბავი ატყდა ციხისძირში სანერგე მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიის მფლობელობის შესახებ, რომლის ირგვლივაც ინფორმაცია არ იძებნება. არადა, მაშინდელი პრეზიდენტის განკარგულებით, ამ ადამიანებს 2011 წელს დაახლოებით 9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონება ერთ ლარად გადაეცათ, თანაც, არანაირი საინვესტიციო ვალდებულებით.

ვიცით მხოლოდ ის, რომ მისი მფლობელი ოფშორშია დარეგისტრირებული. მაშინდელი ლოგიკა ასეთი იყო, რომ კომპანიას ან პირს ინვესტიციის ჩადების პირობით დაბალ ფასად აძლევდნენ ქონებას. თუმცა ბევრი ისეთი ფაქტიც გვხვდება, როდესაც კომპანიას გადაეცა ფართები და არანაირი ვალდებულება არ აქვს. ეს არის უბრალოდ სახელმწიფო ქონების ჩუქება, სახელმწიფო ქონების განიავება. ცხადია, აქ კორუფციული გარიგების სერიოზული საშიშროებაა. ამიტომაც მივმართეთ ხელისუფლებას, ყველა ასეთი ფაქტი გამოიძიოს. ერთ ლარად გადაცემული ყველა ქონების მიზნობრიობის გამოკვლევა აუცილებელია.

ახლანდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც განაცხადა, რომ გამზადებულია ასამდე უძრავი ქონება, რომელიც ერთ ლარადუნდა გადაეცეთ მეწარმეებს. ესეც ქმნის საშიშროებას, რომ ქონების უფასოდ გადაცემის ფაქტი არ გაამართლებს?

– განსხვავება ისაა, რომ თუ, მეწარმეს პირობითად, ერთ ლარად, ანუ ძალიან იაფად აძლევ ქონებას, მას უწესებ ვალდებულებას, რომ ამ ტერიტორიაზე ქარხანა ააშენოს და ადამიანები დაასაქმოს. ვთქვათ, სამი წლის მანძილზე მან უნდა დააბანდოს, მინიმუმ, 50-მილიონიანი დოლარის ინვესტიცია და დაასაქმოს 200 ადამიანი. ასე თუ ხდება, მისასალმებელია, მაგრამ როცა აძლევ ქონებას ერთ ლარად და არანაირ ვალდებულებას არ ამატებ, რომ იქ რაიმე ააშენოს, ინვესტიცია ჩადოს, ვინმე დაასაქმოს, ეს უბრალოდ ჩუქებაა.

ადრე ამ თემაზე ჯონდი ბაღათურია აქტიურობდა, რომ სააკაშვილმა ხელისუფლებაში ყოფნისას დედამისს, გიული ალასანიას200 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება ძირითადად, ერთ ლარად გადასცა. ჩამონათვალში მოხვდაშავი ზღვისუნივერსიტეტიც“, რომლის შესახებაც ჯონდი ბაღათურია აცხადებდა, რომ ეს უნივერსიტეტი რადიკალისლამური დაჯგუფებისერთერთი ხელმძღვანელის, ფეთჰულაჰ გიულენის კაპიტალით შეიქმნა. გარდა ამისა, გიული ალასანიას მონოპოლიისდამადასტურებლად მთელი ჩამონათვალი არსებობდა დემირელის სახელობის კოლეჯი და საბავშვო ბაღი, ქუთაისის ნიკონიკოლაძის სახელობის ლიცეუმი, თბილისის სკოლალიცეუმი, მარნეულის უნივერსიტეტის ენათა ცენტრი და სხვა, რისშესახებაც სარჩელები პროკურატურაში წლებია, დევს.

– ეს ფაქტები მეც მახსოვს, რომ სააკაშვილის დედას ან მასთან ასოცირებულ პირებს სიმბოლურ ფასად გადაეცათ რამდენიმე შენობა. თუმცა, ეს მექანიზმი შეიძლება გამოყენებულ იქნას, ერთი მხრივ, ბიზნესაქტივობის წასახალისებლად და მეწარმეების ხელშესაწყობად, რომ მათ ინვესტიციები განახორციელონ და, მეორე მხრივ – პირადი ინტერესებისთვის, როდესაც აფინანსებ და ჩუქნი სახელმწიფო ქონებას შენთვის ახლობელ ადამიანს. ამ შემთხვევაში, სწორედ მეორე ფაქტთან გვქონდა ადგილი, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარ ახლობლებს ნაგებობებს ერთ ლარად ჩუქნიდა. ამიტომ ერთლარიანი ქონების გასხვიების საქმეები თავიდან ბოლომდე გადასახედია. როდესმე მაინც ხომ უნდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში?! თუ ასეთი უსამართლობა არ აღმოვფხარით, ვერც ვერასდროს ვიცხოვრებთ ასეთ გარემოში.

დაახლოებით ორი წლის წინ თურქ ინვესტორებს სიმბოლურ ფასად გადასცეს ქონება. ცხადია, თურქები ამ იდეამ ძალიანმოხიბლა. ერთერთი თურქი ბიზნესმენი, ოსმან ჩალიშკანი ამბობდა, რომ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუკიოცნებისხელისუფლებაც მათ დაეხმარებოდა, რადგან მოსაწონი იყოერთიანი ნაციონალური მოძრაობისკამპანია, რომელიცინვესტორების მისაზიდად ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას ითვალისწინებდა. აუცილებელია თუ არა უცხოელი დაქართველი მეწარმეების რანგირება, რათა ამ მცირემიწიან ქვეყანაში ყველაფერი არ განიავდეს?

– მესმის, ზოგიერთ ადამიანს არ მოსწონს, რომ უცხოელ ინვესტორებს გადაეცემათ ეს ადგილები, მაგრამ ჩემი აზრით, ცალკეული ტერიტორიები უცხოელ ინვესტორებსაც უნდა მივცეთ და ქართველებსაც. არ უნდა იყოს მათ შორის განსხვავება, რადგან ხშირ შემთხვევაში, ქართველ მეწარმეებს ან ამის ფინანსური რესურსი არ აქვთ, ან იმის სურვილი არ აქვთ, ქარხანა ააშენონ სადმე ან ახალი საწარმო გახსნან. თუ იმ ადგილზე კონკურენცია არ არის და ქართველებისგან არანაირი დაინტერესება არ ჩანს, რატომაც არა, ააშენოს უცხოელმა, რომელიც სარგებელს მოგვიტანს. სხვათა შორის, ერთ ლარად ქონების გადაცემის ფაქტები უცხოეთშიცაა. იქაც სიმბოლურ ფასად გადაეცემათ კომპანიებს მიწა შემდგომი საინვესტიციო ვალდებულებების გათვალისწინებით. ყველა ქვეყანა იყენებს ამ მექანიზმს და თუ ამ მექანიზმს სწორად გამოიყენებ, კარგ შედეგს მოგცემს, თუ არადა, კორუფციის სახეს მიიღებს.

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ მიტაცებული ქონების დაბრუნებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორისთვის ერთ ლარადგადაცემულმა ქონებამ არ გაამართლა, უნდა მოხდეს თუ არა მისი სახელმწიფოსთვის დაბრუნება? უნდა ჩაითვალოს თუ არა ესადამიანის მოქრთამვად, როგორც ეს მოხდა ნინო ბურჯანაძის შემთხვევაში, როცა ერთ ლარად გადაცემული აგარაკიპოლიტიკური გზების გაყოფის შემდეგ სააკაშვილმა ისევ დაიბრუნა.

– როგორც მახსოვს, ნინო ბურჯანაძის აგარაკი მაშინ მილიონნახევარ ლარად იყო შეფასებული, თუმცა ერთ ლარად მიცემული ეს აგარაკი ბურჯანაძეს ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ჩამოართვეს. ეს მიანიშნებს, რომ ვინც მათ მიმართ ლოიალური, ან მათი გუნდის წევრი იყო, უფასოდ შეეძლო მიეღო მილიონიანი ღირებულების ქონება, ხოლო ვინც მათ წინააღმდეგ გამოდიოდა, არა მხოლოდ ერთ ლარად ვერ მიიღებდა ქონებას, არამედ პატიოსნადაც რომ მიეღო ტენდერში მონაწილეობა, იქაც ვერ გაიმარჯვებდა. ასეთი უამრავი ფაქტი იყო. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა მოხდეს იმ მეწარმეების, იმ ინვესტორების დასჯა, ვინც ვერ შეასრულა თავიანთი საინვესტიციო ვალდებულებები. აქ არ არის საუბარი მარტო ერთ ლარად გადაცემულ ქონებაზე. ყველას უნდა მოვთხოვოთ პასუხი, ვისაც ხელშეკრულებით გაწერილი ჰქონდა თანხების ჩადება, ხალხის დასაქმება, მაგრამ წლების განმავლობაში ამას არ აკეთებდნენ.

მე ვიცი, რომ ბევრ ასეთ ბიზნესმენს გადაუვადეს ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები, ზოგსაც ჯარიმები ჩამოაწერეს. ამ დროს მცირე მეწარმემ რომ დაუშვას ამ ტიპის შეცდომა, შემოსავლების სამსახური არც ერთ შემთხვევაში არ აპატიებს და მკაცრად დააჯარიმებს. მსხვილი ბიზნესმენები იმიტომ იძვრენენ ხოლმე თავს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულნი არიან და პირადი კონტაქტებით ითხოვენ, იქნებ, გადაგვივადოთ საინვესტიციო ვალდებულებები, ან ჯარიმები ჩამოგვაწეროთო. ეს არასამართლიანია. თუ ვერ შეასრულა ბიზნესმენმა შეღავათიანი პირობები, მაშინ კიდეც უნდა დააჯარიმო და ის ქონებაც უნდა ჩამოართვა და გადასცე იმ ბიზნესმენს, ვინც ვალდებულებას შეასრულებს.

For.ge