“მაესტროს” დამფუძნებლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლები, მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
“მიუხედავად რამდენიმეთვიანი დაპირისპირებისა, “მაესტროს” დამფუძნებლები შევთანხმდით შემდეგ საკითხებზე:
- ლოგო და სახელი დაუბრუნდეს ეთერს.
- მხარეებმა შეწყვიტონ საჯარო განცხადებების გაკეთება მოლაპარაკების დასრულებამდე.
- მოლაპარაკების პერიოდში ვიწყებთ კონსულტაციას ტოპ მენეჯმენტის ერთობლივად ფორმირებაზე.
- უმოკლეს ვადაში მოხდეს მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფა.
- მოლაპარაკების პერიოდში დროებით ადმინისტრატორებად დაინიშნოს ორივე მხარის წარმომადგენელი, ყოფილი ფინანსური დირექტორი- თემურ გაჩეჩილაძე და გია გაჩეჩილაძის ფინანსური კონსულტანტი- ზვიად ზუბიაშვილი.
იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული მოლაპარაკება ჩიხში არ შევა, ყველა მხარე გამოიჩენს სურვილს და კეთილგონიერებას, დავას არ გადაჰყვეს ტელევიზია და, რაც მთავარია თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ უწყვეტ მაუწყებლობას”,-ნათქვამია მაკა ასათიანის და გია გაჩეჩილაძის ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: 2030