17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

2015 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 31 691,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 8,7 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მთლიანი შიდაპროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2,8პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 5,8პროცენტით.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში უდიდესი წილი უკავია ვაჭრობის (16,6 პროცენტი) და მრეწველობის (16,5პროცენტი) სექტორებს. შემდეგ პოზიციებს იკავებენ: ტრანსპორტიდა კავშირგაბმულობა (10,7 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა(9,3 პროცენტი), სოფლის მეურნეობა (9,2 პროცენტი), მშენებლობა(8,0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა დამომსახურების გაწევა (6,6 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სამთო მოპოვებითი მრეწველობა (21,0 პროცენტი), მშენებლობა (15,2 პროცენტი),საფინანსო საქმიანობა (9,4 პროცენტი), სასტუმროები დარესტორნები (7,4 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (7,1 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9 პროცენტი).

კლება აღინიშნა დამამუშავებელი მრეწველობის (4,9 პროცენტი) დავაჭრობის (0,3 პროცენტი) სექტორებში.