01/05/2024
Latest:
საზოგადოება

მარიხუანას მოწევისთვის ადამიანს აღარ დაიჭერენ

29 სექტემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მარიხუანას მცირე ოდენობით განმეორებითი მოხმარებისთვის განსაზღვრული სანქციების ჩამონათვალიდან “თავისუფლების აღკვეთის” ამოღებას მხარი დაუჭირა.ამის გამო სოციალურ ქსელებსა თუ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ნარკოტიკის ლეგალიზებისა და სისხლის სამართლის კოდექსის 260 – ე მუხლიდან პატიმრობის გამოყენების სრულად ამოღებაზე ცრუ მოლოდინი გაჩნდა…
საქმე ეხება გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, მსუბუქი ნარკოტიკის მცირე დოზით მოხმარების გამეორების შემდეგ, პირს არ დააპატიმრებენ, ადმინისტრაციულ ჯარიმას კი რამოდენიმე ასეული ლარით შეამცირებენ.