07/05/2024
Latest:
მსოფლიო

მარკ ცუკერბერგი: ინტერნეტს შეუძლია უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა

ფეისბუქის დამაარსებლის მარკ ცუკერბერგის განცხადების მიხედვით, ინტერნეტს შეუძლია უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა, – აღნიშნულის შესახებ განცხადება, მარკ ცუკერბერგმა გაეროს სხდომაზე გააკეთა.

“როდესაც სოციალურ  წრეებს ერთმანეთთან კარგი კომუნიკაცია აქვთ, ჩვენ შეგვიძლია ისინი სიღარიბისგან გავათავისუფლოთ. ჩვენ ეს შეგვიძლია და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ”, – აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა გაეროს სხდომაზე.

მისი განცხადების მიხედვით, ფეისბუქი ითანამშრომლებს გაეროსთან, რათა მიგრანტებისთვის, კარვებში უზრუნველყოს ინტერნეტის მიწოდება. ცუკერბერგისა და აშშ-ს სახელმწიფოს თანამშრომლობა გაეროს ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც, 2030 წლამდე უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრაა.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]