McDonald’s-ი ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში 1 500 რესტორანს გახსნის
სწრაფი კვების ქსელი McDonald’s-ი 1,5 ათასი რესტორანს გახსნის. ეს რესტორნები, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში გაიხსნება, – აღნიშნული ინფორმაცია კორპორაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
ამ ეტაპზე, კომპანიას, აღნიშნული ქვეყნების მასშტაბით 2,8 ათასი რესტორანი აქვს გახსნილი. როგორც McDonald’s-ის გენერალური დირექტორი სტივენ ისტერბრუკი The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აცხადებს, გადაწყვეტილება, რესტორნების ქსელის გაფართოების შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც 2015 წელს, ჩინეთში, იაპონიასა და აშშ-ში, კორპორაციის 350 რესტორანი დაიკეტა.
ისტერბრუკის განცხადებით, კორპორაციის მიზანი ფრეჩაიზინგის დარგში მსოფლიო პარტნირობის გაფართოებაა.
გენერალური დირექტორის განმარტებით, მხოლოდ ჩინეთში, კომპანია 1300 რესტორნის გახსნას გეგმავს. მისი თქმით, აშშ-ს მერე, McDonald’s-ის რესტორნების რაოდენობით ჩინეთი რიგით მეორე ქვეყანა გახდება.
წყარო: Ipress