აშშ-ს უპრეცედენტო გადაწყვეტილებები რუსული ეკონომიკის დასანგრევად
,,როიტერის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს კონგრესმა (ზედა და ქვედა პალატამ) 18 დეკემბერს საბოლოოდ დაამტკიცა აშშ-ს 2016 წლის ბიუჯეტი, რომელიც ამერიკული ნავთობის ექსპორტის 40 წლიან აკრძალვას აუქმებს…
საუბარია ნედლ ნავთობზე, რომლის ექსპორტირება აშშ-ს 1975 წლის შემდეგ არ განუხორციელებია… გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს კონგრესის ეს ნაბიჯი, რომელიც ,,რესპუბლიკელებისა,, და ,,დემოკრატების,, ურთიერთშეთანხმების შედეგად იქნა მიღწეული, მოიწონა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც, რომელმაც განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადებას არ აპირებს.
აშშ-ს მიერ ნავთობის ექსპორტის გადაწყვეტილებასთან, სანქციებმოხსნილი ირანის ნავთობის ბაზარზე გამოჩენასთან და ,,ოპეკი,,ს ქვეყნმების ნავთობის მოპოვების (დღეში 32 მილიონი ბარელი) გაზრდასთან დაკავშირებით, ამ საქმის უდიდესი ექსპერტული ორგანიზაციები Goldman Sachs და invest bank-ი, 2016 წელს ნავთობის ფასების ჩამოჩლას და ბარელზე – 20 დოლარამდე დაცემას წინასწარმეტყველებენ, აცხადებს რუსული gazeta.ru
,,ფასების დაცემას დააჩქარებს ,,ოპეკში,, შემდგარი ბოლო შეხვედრაც, რომელმაც დაადასტურა რომ კარტელში ფასებთან დაკავშირებული ერთიანი პოზიცია არ არსებობს… ყოველივე ეს კი, ადასტურებს ჩვენს მიერ ადრე გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ,,ოპეკი,,ს ინტერესებში არ შედის ბაზარზე ნავთობის ფასების დარეგულირება,, ნათქვამია Goldman Sachs-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ბევრი უცხოელი ექსპერტის აზრით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ვარდნას – აშშ უდგას სათავეში და ამ ქვეყნის ხელისუფლებამ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა, რუსების მიერ ყირიმის მიტაცების შემდეგ დაიწყო, როგორც ერთგვარი სანქცია ამ ქვეყნის ეკონომიკის დასასუსტებლად.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის 2016 წლის ბიუჯეტში, რომელიც ეკონომიკური კრიზისის გამო ისედაც ,,გაწურულია,, , ნავთობის ფასი 40-45 დოლარის ფარგლებშია გათვალისწინებული… ხოლო ნავთობის ექსპორტის წილი რუსეთის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში, ყველაზე მნიშვნელოვანია. 20 დოლარამდე ნავთობის ფასის დაცემა, რუსეთის ბიუჯეტს და ზოგადად ეკონომიკას კოლაფსით ემუქრება.
კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,