05/05/2024
Latest:
მსოფლიო

მენთოლიანი სიგარეტი იკრძალება

20 მაისიდან, ევროკავშირში ამოქმედდა კანონი, რომელიც თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს ყველა ბრენდის სიგარეტის ერთნაირ, მუქ მწვანე კოლოფში გაყიდვას აიძულებს. თუმცა, პაკეტთან დაკავშირებული შეზღუდვა მხოლოდ ნაწილია ევროკავშირის მიერ თამბაქოს წინააღმდეგ მიღებული რეგულაციებისა. მათ შორის, იკრძალება მენთოლიანი სიგარეტი.

შეფუთვის სტანდარტიზაციის მიზანი თამბაქოზე არსებული მოთხოვნის შემცირებაა.

ახალი დირექტივის მიხედვით, სიგარეტის ყოველი კოლოფის წინა და უკანა მხარის 65% ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გაფრთხილებას უნდა დაეთმოს. გარდა ამისა, დამატებითი გაფრთხილება უნდა იყოს კოლოფის ზედა მხარესაც.

ევროკავშირის ტეროტორიაზე ასევე იკრძალება არომატიზებული და მენთოლიანი სიგარეტების გაყიდვა. თითოეულ კოლოფში კი ღერების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოცს.

შეფუთვასთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღებას პროტესტი მოჰყვა თამბაქოს მწარმოებელი ისეთი გიგანტების მხრიდან, როგორებიც არიან  Marlboro-ს მწარმოებელი Philip Morris International-ი და Rothmans-სა და Benson & Hedges-ის მწარმოებელი British American Tobacco. ისინი ევროკავშირის წინააღმდეგ საკანონმდებლო დავაში ჩაერთვნენ. კომპანიების მტკიცებით, ევროკავშირი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები ევროკავშირმა ამ კვირაში მიიღო, ისინი სრული ძალით 2020 წლის 20 მაისიდან ამოქმედდება.