17/05/2024
Latest:
მსოფლიო

აშშ-მა ევროპაში გაზის ექსპორტი დაიწყო

პირველი ტანკერი, ბუნებრივი აირით დატვირთული, ექსპორტზე აშშ-დან ევროპისაკენ დაიძრა. ტანკერი პორტუგალიაში 26 აპრილს იქნება, – აღნიშნულის შესახებ The Wall Street Journal წერს.

გაზის მიმწოდებელი ამერიკული კომპანია Cheniere Energy-ია, ხოლო მყიდველი – პორტუგალიური ენერგეტიკული კომპანია Galp Energia.

ამერიკულ კომპანიას უკვე არაერთი გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული ბევრ ევროპულ კომპანიასთან, როგორიცაა BG Group, Royal Dutch Shell და Spain’s Gas Natural.

ამერიკული გაზის ქსპორტი, როგორც ექსპერტები ფიქრობენ, გაზის ფასების კლებას გამოიწვევს, რამდენადაც ევროპის ბაზარზე რუსული ნავთობი დომინირებს. აშშ ევროპის ბაზარზე დიდ პერსპექტივას ხედავს და 2017 წლისათვის გეგმავს, რომ სრულყოფილ ექსპორტიორად იქცეს.

როგორც Société Génerale-ს ანალიტიკოსი ტერი ბროსოვი მიიჩნევს, ეს ამერიკული ნედლი გაზისა და მილსადენის გაზის ომის დასაწყისი იქნება.