სხვა

” მივმართავ „ქართულ ოცნებას“ და მის პროპაგანდისტებს: რას აწერთ ხალხო ხელს, რომ საქართველო, როგორც თავისუფალი სახელმწიფო არ არსებობდეს?”- პააატა მანჯგალაძე

მივმართავ „ქართულ ოცნებას“ და მის პროპაგანდისტებს: რას აწერთ ხალხო ხელს, რომ საქართველო, როგორც თავისუფალი სახელმწიფო არ არსებობდეს?ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ  განაცხადა.

ქართული ოცნების“ განცხადებები სრული სიგიჟეა და წესით დაცინვას იმსახურებენ ღალატთან რომ არ გვქონდეს საქმე. ნატო, გაერო, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ამერიკა, ბრიტანეთი – ყველა თურმე გლობალური ომის ძალების ქვეშ არიან, მათ შორის ვენეციის კომისიაც. ამ სიგიჟეს უკრავს ტაშს „ქართული ოცნება“.

ვენეციის კომისიამ თქვა, რომ [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი] თავისი შინაარსით არის რუსული პასპორტი, რომლითაც ჩვენთან ევროკავშირში ვერ მოხვდებით. ამაზე მეტი რუსული საქმე რა უნდა გააკეთო? რაღაც ქაღალდის ნაგლეჯის, „რუსული კანონის“ გამო „არას“ ეუბნები აშშ-ს, ევროკავშირს და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს საინფორმაციო ბრძოლას უცხადებ. ამაზე ცხადი რუსული საქმე რა უნდა გააკეთო? თუ დასავლეთის, ამერიკის და ევროპის გავლენა შემცირდება საქართველოში, ვისი გაიზრდება? მივმართავ „ქართულ ოცნებას“ და მის პროპაგანდისტებს: რას აწერთ ხალხო ხელს, რომ საქართველო, როგორც თავისუფალი სახელმწიფო არ არსებობდეს?

ბიძინას უნდა, რომ ეს ჟანგიანი და რუსული ფარდა ჩამოაფაროს საქართველოს კეთილდღეობას და ყველანაირი პერსპექტივა მოსპოს ქვეყანაში”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კომენტარის დატოვება