მსოფლიო

“მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიის ბედი წყდება”

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიის ბედი წყდება. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ ობამამ პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მხარდამჭერ ღონისძიებაზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დონალდ ტრამპის ის განცხადება დაგმო, რომლის თანახმად, გამარჯვების შემთხვევაში ის ჰილარი კლინტონს „ციხეში ჩასვამს“. ობამას თქმით, მსგავსი განცხადებები დემოკრატიას უქმნის საფრთხეს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 8%-ით უსწრებს